მერიას არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეიტანოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში - ანდრია ბასილაია

მერიას არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეიტანოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში - ანდრია ბასილაია

access_time2022-10-17 16:45:51

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტი იბარებს კონკრეტული ეტაპების დასრულებულ სამუშაოებს, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნა.

 

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, საექსპერტო დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე დადებითი იყო.

 

„ჩვენი უწყება ამოწმებს, აკრედიტებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება, რაც შემოწმებულია. ასევე, დასკვნის შინაარსს - არის თუ არა დასკვნა დადებითი. ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე იყო დადებითი. დასკვნაში ცალსახად იყო ნახსენები, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და პროექტი შესრულებულია ქვეყანაში არსებული ყველა სამშენებლო ნორმის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც არ ჰქონდათ, არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე. თბილისის მუნიციპალიტეტს არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო. ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, ეჭვი შეეტანა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში“, - განაცხადა ბასილაიამ.

 

მისივე თქმით, როგორც მერია, ისე ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ერთნაირი წესით მოქმედებს.

 


„ზოგადად, როგორც გარემოს დაცვის სამსახური, ისე მერიის სხვა ნებისმიერი საქალაქო სამსახური, ასევე, სახელმწიფო უწყება ერთნაირად აწარმოებს საქმეს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება კასკადის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, შევადგინეთ ტექნიკური დავალება რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც ჩადებული იყო ყველა ის მოქმედი სამშენებლო ნორმა თუ სტანდარტი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ამის საფუძველზე შემუშავდა პროექტი და შემდგომ მოხდა ამ პროექტის ექსპერტიზა, რომელიც ჩაბარდა დედაქალაქს. ეს არის პირველი ეტაპი. ამასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია, როგორც ექსპერტიზაზე, ასევე თვითონ პროექტზე თუ ტექნიკურ დავალებაში ჩადებულ მოთხოვნებზე, განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, იმიტომ, რომ ეს მოხდა ჩვეულებრივად, ტენდერის გზით. შემდგომ, როცა ჩავიბარეთ დაექსპერტებული პროექტი, განხორციელდა მეორე სახელმწიფო შესყიდვა - მეორე ტენდერი უკვე უშუალოდ სამუშაოებზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი - ჩვენ შევისყიდეთ კასკადის რეაბილიტაციის სრულყოფილი პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

 

მისივე განმარტებით, შადრევნის რეაბილიტაციის საექსპერტო დასკვნა განთავსებულია სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

 

„როდესაც დაიწყო პროექტის განხორციელება, გარკვეული ეტაპი ჩაბარდა დედაქალაქს. მაგალითისთვის, პირველი ეტაპი იყო სადემონტაჟო სამუშაოები. როდესაც დასრულდა დემონტაჟი, შესაბამისი მიღება-ჩაბარება, დაექსპერტებული, რომელსაც ხელს აწერს ქვეყანაში აკრედიტებული ექსპერტი, ჩაბარდა დედაქალაქს. ჩაგვბარდა რამდენიმე ასეთი ეტაპი და ყველა ეტაპი არის დაექსპერტებული, მათ შორის, შადრევნის ნაწილი. თვითონ შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა არის 500 გვერდზე მეტი, დევს სახელწიფო შესყიდვების ვებგვერდზე და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

 

დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.

 

„ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ გავარკვიოთ, თუ რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ამა თუ იმ მექანიზმმა, რომელიც ჩადებული იყო პროექტში. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა, აგოს პასუხი, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“, - განაცხადა ბასილაიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up