ამერიკელების74% ჩვენ მხარეს არის და ვერ ვხვდები, რა სჭირდება კონგრესს იმისთვის, რომ ეს პირობები დაუყოვნებლივ შეასრულოს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცენტული მაჩვენებელი არც სხვა ქვეყნებში იქნება ნაკლები, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს“, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ის მადლობას უხდის ევროპის ქვეყნებს და მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ქუჩებში აპროტესტებენ და უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და იმედს გამოთქვამს, რომ სანქციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება.
„მადლობას ვუხდი ევროპის ქვეყნებს, ათიათასობით და ასიათასობით იმ ადამიანს, რომელიც გუშინ გარეთ გავიდა, რათა უკრაინელებისთვის მხარი დაეჭირა - ბრატისლვა ფრანკფურტი, ვილნიუსი, ლეონი, პარიზი და თბილისი. გუშინ გარეთ იდგნენ დემოკრატიისა და მშვიდობის სახელით. ასევე მადლობას ვუხდი ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც გამოდიან გარეთ და პროტესტს გამოხატავენ და ითხოვენ, რომ რუსეთს დაუწესდეს უფრო მკაცრი სამქციები და დახურონ რუსული ცა, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და დასძენს, რომ უკრაინა აგრესორი, ოკუპანტი მტრისგან თავს ღირსეულად იცავს და ისეთ ზარალს აყენებს მას, როგორიც ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მალე ყველა უკრაინელი შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას. პრეზიდებტი ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინა უკვე მომავალზე ფიქრობს, თუ როგორ აღადგინოს ეკონომიკა. მისი თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის უკვე არსებობს შეთანხმება ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და ეს მხოლოდ პირველადი გადაწყვეტილებებია.