მერიკო გუბელაძე: „საკუთარი ოჯახის წევრებისთვის აიცერით, პირველი - სიცოცხლეა და მერე - დანარჩენი ყველაფერი“

მერიკო გუბელაძე: „საკუთარი ოჯახის წევრებისთვის აიცერით, პირველი - სიცოცხლეა და მერე - დანარჩენი ყველაფერი“

access_time2021-12-08 20:46:28

1-ლი დეკემბრიდან, საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა, თუმცა რესტორატორმა მერიკო გუბელაძემ თავის რესტორანში მსგავსი რეგულაცია სექტემბრიდან დაიწყო და, როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამ ქმედებამ მას სიმშვიდე მოუტანა და სექტემბრიდან მის რესტორანში ვირუსის არცერთი შემთხვევა ყოფილა.



- სექტემბრიდან სამივე რესტორანში - „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და კაფე „ლეილა“ დავიწყეთ რეგულაცია და ყველა თანამშრომელი და სტუმარიც ვაქცინირებულია. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენს თანამშრომლებში რამდენჯერმე იფეთქა ვირუსმა, ყველანი ძალიან დაძაბულები ვიყავით, რაც უნდა დაიცვა რეგულაციები, სამზარეულოში ხალხი ერთმანეთთან ახლოს, მჭიდროდ მუშაობს. ეს იყო ჩემთვის პირველი მიზეზი, რატომაც ვთქვი: მორჩა, ან აიცრებით პერსონალი ან წახვალთ სახლში და ასევე არავაქცინირებულ სტუმრებსაც არ მივიღებ-მეთქი.
სხვათა შორის, თავიდან ზოგიერთ თანამშრომელს არ უნდოდა აცრა, მაგრამ ძალიან მარტივი, მოკლეხნიანი საუბარი საკმარისი გახდა, რომ აცრილიყვნენ. ხელები არავისთვის გადაგვიგრეხია და ძალით არ მიგვიყვანია იქ. მაშინ მივხვდი, რომ ხალხს არ ჰქონდა ინფორმაცია, ცოტა გაურკვევლობაში იყო ყველა, არ იცოდნენ, რა იყო ეს ვაქცინა. ავუხსენით, ვაჩვენეთ უცხოური წყაროები, გადავუთარგმნეთ. ავუხსენი, რა შედეგი მოაქვს, მაგალითიც ვუთხარი, რომ მე ავიცერი და შვილიც ავცერი... დამეთანხმა ეს ხალხი და აიცრა. მარტო ორი ადამიანი წავიდა სამსახურიდან. სხვათა შორის, ამის შემდეგ სტაფში ვირუსის არცერთი შემთხვევა ყოფილა. მანამდე, ამ ორი წლის მანძილზე, ძალიან დაძაბულები ვმუშაობდით და ახლა წყნარად ვართ. ფაქტობრივად, ეს მე ჩვენი სიმშვიდისთვის გავაკეთე.



- პირველად როგორ აუხსენით საზოგადოებას, რომ თქვენს რესტორანში მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს უშვებდით?



- პირველად ამ სიახლის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერეთ, მერე მედიამ გააშუქა და ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა. ასე რომ, ყველა მომსვლელმა უკვე იცოდა სიახლის შესახებ და ვინც არ იცოდა, რაღაც ნაწილი უკან გავაბრუნეთ, ძირითადად - ტურისტები. ეს მომსვლელი სტუმრის დაახლოებით 10 პროცენტი იყო.



- მაშინ ჯერ კიდევ ოფიციალურად არ მოქმედებდა „მწვანე პასპორტები“, როგორ ხდებოდა ინფორმაციის გადამოწმება?




- მაშინაც არსებობდა აპლიკაცია, და თუ თავად არ ჰქონდათ ჩამოტვირთული შტრიხკოდი და ფოტო - გადაღებული, ჩვენ თვითონ შეგვყავდა მათი პირადი ნომერი და შტრიხკოდს ვნახულობდით, ვინც ვაქცინირებული არ იყო, PCR- ტესტის პასუხით შემოდიოდა.



- 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებას ხალხის უკმაყოფილება მოჰყვა, ამის შესახებ ბევრი იწერება სოციალურ ქსელშიც...



- ჩვენც გვიწოდებდნენ ფაშისტებს, დისკრიმინაციაში გვდებდნენ ბრალს და ა.შ., მაგრამ ჩემთვის ძალიან მარტივად არის საქმე, ეს არ არის ადამიანის თავისუფლება, მთელი მსოფლიო 2 წელია საგანგებო მდგომარეობაშია, ხალხი იხოცება, ეკონომიკურ წუმპეში ვართ და ყველა უნდა ვცდილობდეთ, რომ ეს დავამთავროთ, მე მჯერა და ვუსმენ მსოფლიოს მეცნიერებს და ექიმებს, საერთოდ, მეცინება იმაზე, რომ ეს ადამიანის უფლების წართმევა და დარღვევაა, ეს თუ ასეა, მაშინ ელაპარაკეთ იმ შვილებს, ვისაც დედები და ოჯახის წევრები დაეხოცათ, არ იცრება ეს ხალხი და ამის გამო არ დასრულდა პანდემია.



ვიცით, რომ აცრა აჩერებს გადადებასაც და სიკვდილსაც, ვიცით, რომ ეს აცრა ერთადერთი გზაა პანდემიის დასასრულებლად. ამას გვიმტკიცებენ მსოფლიოს მეცნიერები და ექიმები, ანტივაქსერები კი გვეუბნებიან, რომ ბილ გეითსმა დაიწყო ეს ყველაფერი... ჩემთვის ძალიან ნათლადაა საქმე და ვისაც არ სჯერა, დაჯდეს სახლში.



- „მწვანე პასპორტის“ მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ვაქცინირებულსაც შეიძლება დაემართოს ვირუსი და ისიც გადამდებია...



- გასაგებია, მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გადამდებია, არავაქცინირებულს ეს ვირუსი ძალიან მძიმე ფორმით ხვდება და ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ვაქცინირებული. კი, მასაც ხვდება ვირუსი, ოღონდ შედარებით იოლი ფორმით და ბევრად ნაკლები შანსია, სხვას გადასდოს, და თუ ამას გაიგებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ იცრება, რაღაცნაირად დავასრულებთ პანდემიას, თუ არადა, მომდევნო 3 წელი კიდევ ამ დღეში ვიქნებით, ან როდესმე თავისით დასრულდება ყველაფერი...



21-ე საუკუნეა და მეცნიერება იმ დონეზეა განვითარებული, რომ 9 თვეში მოგვაწოდეს ვაქცინა, ამაზე დიდი უპირატესობა რა უნდა იყოს?, ამიტომ ავიცრათ, დავიცვათ ერთმანეთი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანები, ნუ იფიქრებთ გლობალურ ეკონომიკაზე, საკუთარი ოჯახის წევრებზე იფიქრეთ და მათთვის მაინც აიცერით. ნომერი პირველი სიცოცხლეა და მერე დანარჩენი ყველაფერი.


NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up