მერკელმა ახსნა, რატომ დაუბლოკა საქართველოს და უკრაინას NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა

მერკელმა ახსნა, რატომ დაუბლოკა საქართველოს და უკრაინას NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა

access_time2022-06-08 14:10:00

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ში გაწევრების სამოქმედო გეგმის(MAP) დაბლოკვა იმით ახსნა, რომ არ სურდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პროვოცირება.


საქართველომ და უკრაინამ MAP-ი ვერ მიიღეს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის დასაწყისში გაიმართა. ოთხ თვეში რუსეთმა საქართველოში საომარი მოქმედებები დაიწყო.


კანცლერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მერკელმა პირველი დიდი ინტერვიუ 7 ივნისს მისცა გერმანელ მწერალს და ჟურნალისტს, ალექსანდერ ოზანგს. ინტერვიუს, რომელიც ბერლინში, თეატრის შენობაში შედგა, დარბაზიდან თვალ-ყურს ადევნებდა 700-მდე ადამიანი.


მერკელის თანახმად, დარწმუნებული იყო, რომ პუტინი NATO-ს გაფართოებას არ დაუშვებდა და ომის გამოცხადებად ჩათვლიდა. გერმანიის ყოფილი კანცლერის თქმით, არ იზიარებს პუტინის წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მთელი დასავლეთი მისი მტერია და მუდმივად ამცირებენ, მაგრამ იცოდა, რომ ასე ფიქრობს და მისი პროვოცირება არ სურდა. ამასთან, მერკელი ამბობს, რომ ამით არ ამართლებს პუტინის დღევანდელ ქმედებებს. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ისიც განაცხადა, რომ 2008 წელს, უკრაინაში დიდი პოლიტიკური განხეთქილება იყო და ქვეყანას არ ჰქონდა მყარი დემოკრატია და სტაბილურობა.



უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა იმის გამო, რომ 2008 წელს, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე უკრაინას MAP-ი დაუბლოკეს და ამით რუსეთს მისცეს საფუძველი ეფიქრა, რომ უკრაინა მისი გავლენის სფეროში რჩებოდა.


ჟურნალისტ ალექსანდერ ოზანგთან ინტერვიუში ანგელა მერკელმა დაგმო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა და განაცხადა, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მერკელის თქმით, პუტინის სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება მიმართულია დასავლური დემოკრატიული მოდელის წინააღმდეგ და სურს გაანადგუროს ევროპა და ევროკავშირი, რადგან მასში ხედავს პირველ საფეხურს NATO-სკენ.


გერმანიის ყოფილმა კანცლერმა აღიარა, რომ ვერ შეძლეს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა და დღესაც ფიქრობს, შესაძლებელი იყო თუ არა მეტის გაკეთება, რათა აღეკვეთათ ტრაგედია უკრაინაში. მერკელის თანახმად, საკუთარ თავს ვერ უსაყვედურებს, რომ ამას არ ცდილობდა. გერმანიის ყოფილი კანცლერის განცხადებით, დიპლომატია არ შეიძლება შეცდომა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ იმუშავა.


radiotavisupleba.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up