ენდი უორჰოლის მიერ შესრულებულ მერლინ მონროს ერთ–ერთ პორტრეტს Christie's–ზე მაისში გამოიტანენ და მისი საწყისი ფასი რეკორდული – $200 მლნ იქნება. ეს პორტრეტი XX საუკუნეში შესრულებული ხელოვნების ნიმუშებიდან შეიძლება ყველაზე ძვირადღირებული გახდეს, ნათქვამია აუქციონის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
პორტრეტი სახელწოდებით Shot Sage Blue Marilyn, რომელზეც მერლინ მონრო მოცისფრო ფონზეა გამოსახული, უორჰოლმა 1964 წელს დახატა, არტისტის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ და ამერიკული ხელოვნების ერთ–ერთ სიმბოლოდ იქცა.
ხელოვნების ნიმუში აუქციონზე თომას და დორის ამანების საქველმოქმედო ფონდს გამოაქვს. ფონდი ბავშვების დახმარებაზეა ორიენტირებული და ნახატის რეალიზაციიდან შესული თანხა მთლიანად ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება.