უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე მაყურებელს მიმართა. უკრაინის ლიდერი მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა წარადგინა.
გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება რადგან ეს ტრილოგია არაა.
წინ ჯერ კიდევ არის ბრძოლები და ცრემლები, მაგრამ ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ვინ იყო გასულ წელს საუკეთესო, ეს შენ ხარ. თავისუფალი სამყაროს თავისუფალო ხალხო. ვინც გაერთიანდა თავისუფალი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გარშემო, თავისუფლებისთვის ჩვენს საერთო ბრძოლაში. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს არ არის ტრილოგია. უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე, - აღნიშნა უკრაინის მეთაურმა.