მესტიაში 3 ახალი სასტუმრო იხსნება

მესტიაში 3 ახალი სასტუმრო იხსნება

access_time2021-02-17 13:00:35

მესტიაში 10 მილიონი ლარის ინვესტიციით სამი ახალი სასტუმრო იხსნება. სასტუმრო „გისტოლა“ - პრემიუმ კლასის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება, მეორე ესაა „ლაჰილი“ - ბუტიკური, ლოფტის სტილის სასტუმრო 25 ნომრით და მესამე სასტუმრო მესტიის ცენტრში ცენტრში - „მესტია ინნ“-ი. როგორც ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსის დამფუძნებელი, ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, ახალი სასტუმროები იქნება როგორც პრემიუმ კლასის, ასევე ბუტიკური სტილის.

 

„აპრილის ბოლოს, პირველი მაისისთვის სამივე სასტუმრო მზად იქნება და გაიხსნება.  სამივე სასტუმრო ჯამში 100 ახალი ოთახითაა  წარმოდგენილი, არის როგორც პრემიუმ, ასევე ორი ბუტიკის ტიპის სასტუმროები. ყოველთვის რთული იყო მესტიაში კარგი განთავსების საშუალების პოვნა, სასტუმროები ბევრია, საოჯახო სასტუმროები -  უფრო მეტი. მაგრამ კარგად დალაგებული სერვისი თავისი რესტორნით მომსახურე პერსონალითა და კლასიფიცირებული ვარკვლავებით, რომელიც სრულად მიყვებიან ამ ევროპულ სტანდარტებს, ასეთი ჯერ არ არის. მთიან რეგიონში ასეთი სასტუმროები იშვიათია, თუმცა საჭირო.


მესტიას როგორც წესი,  ყოველთვის ჰყავს როგორც ქართველი ასევე უცხოელი მომხმარებელი. მესტია თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. მოლოდინები ისეთი ვერ გვექნება როგორიც 2019 წელს შეიძლებოდა გვქონოდა, მაგრამ ამინდი გვაქვს. როგორც კი გაჟღერდა,  რომ ახალი სასტუმროები იხსნება, მაშინვე დამირეკეს ტურისტულმა კომპანიებმა და უკვე ითხოვენ ადგილბს, მათ შორის უცხოელი პარტნიორებიც. ქართველი მომხმარებლისგანაც ძალიან დიდი აქტიურობა წამოვიდა,“- განმარტავს სასტუმროების მმართველი მაია მურაჩაშვილი.

 


ახალი სასტუმროები მესტიაში აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან სტუმრების მიღებას უკვე დაიწყებენ. როგორც სასტუმრობის მმართველმა მაია მურაჩაშვილმა აღნიშნა, სამივე სასტუმრო სრულად ქართული ინვესტიციით, მესტიის მაცხოვრებლების თანხებით შენდება.




მარიამ მორგოშია



თეგები:
მესტია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up