მესტიაში „გემო-ფესტი

მესტიაში „გემო-ფესტი" გაიხსნა

access_time2023-01-14 18:07:48

მესტიაში „გემო-ფესტი" გაიხსნა - ფესტივალი, რომლის მიზანიც გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა-განვითარება და საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციაა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება, მის გახსნას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრნენ.

 

 

„გემო-ფესტი" ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტია. სასიამოვნოა, რომ მესტიაში ფესტივალს დღეს ბევრი ადამიანი სტუმრობდა - როგორც ადგილობრივები, ისე საერთაშორისო ტურისტები. „გემო-ფესტის" მთავარი მიზანია გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა - ადგილზე წარმოდგენილია 15 ადგილობრივი მეწარმე, რა თქმა უნდა, დედაქალაქიდანაც არიან ჩამოსულები წამყვანი შეფ-მზარეულები, რომლებმაც ძალიან დიდი დრო დაუთმეს ადგილობრივი კულინარიის გაცნობას. რეალურად, ჩვენ დღეს ვიხილავთ სვანურ კულინარიას, რომელიც თანამედროვე ფორმითაა გარდაქმნილი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 


ფესტივალი უკვე მეორედ იმართება - გასულ ზაფხულში ის რაჭაში ჩატარდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ტურიზმის, ისე გასტრონომიის სპეციალისტების მხრიდან. ამჯერად მათ მესტია მასპინძლობს - „გემო ფესტის" ფარგლებში  კვების სივრცე მოეწყო, სადაც ფესტივალის მონაწილეები სტუმრებს სვანურ კერძებს სთავაზობენ, აცნობენ მდიდარ, ტრადიციულ ადგილობრივ სამზარეულოს. ფესტივალის ჩატარებამდე კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს კერძების მოსამზადებლად  რეკომენდაციები მისცეს და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

 

 

ამასთან, დიდი მოწონებით სარგებლობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე ვიზიტორებში ე.წ. სთრით-ფუდი, რომელიც ასევე „გემო-ფესტის" ნაწილია.  მარიამ ქვრივიშვილის თქმით, „ეს ყველაფერი კი იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ „გემო-ფესტი" სვანეთში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს".  

ფესტივალის ფარგლებში  სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები იმართება ბავშვებისა და უფროსებისთვის, დაგეგმილია კონცერტი.


თეგები:
გემო-ფესტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up