მესტიაში, სასტუმრო „ფოსტას“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მესამე და მეოთხე სართულები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. Ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.