მესტიის აეროპორტში ტერმინალის რეაბილიტაციას, ახალი სახანძრო დეპოს აშენებას და სპეცტექნიკის შეცვლას ვგეგმავთ - ირაკლი ქარქაშაძე

მესტიის აეროპორტში ტერმინალის რეაბილიტაციას, ახალი სახანძრო დეპოს აშენებას და სპეცტექნიკის შეცვლას ვგეგმავთ - ირაკლი ქარქაშაძე

access_time2023-02-07 16:00:44

მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივ აეროპორტს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ეწვია. ირაკლი ქარქაშაძე აეროპორტის თანამშრომლებს შეხვდა და ადგილობრივ აეროპორტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო.

 

,,მესტიის აეროპორტის განვითარება ჩვენს 2023 წლის გეგმებში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. წელს, არაერთ სიახლეს ვგეგმავთ თამარ მეფის სახელობის აეროპორტთან დაკავშირებით. ამ აეროპორტით, რომელიც 12 წლისაა დაახლოებით 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა ისარგებლა. რამაც ნათლად დაგვანახა, რომ მესტიის აეროპორტს ძალიან მნიშვნელოვანი ფუქნცია აქვს სვანეთისთვის. ვგეგმავთ, რომ მესტიის აეროპორტში განვახორციელოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები: ტერმინალის რეაბილიტაცია, ვგეგმავთ ავაშენოთ ახალი სახანძრო დეპო, ასევე, მთლიანად შევცვალოთ არსებული სპეცტექნიკა. თუმცა, უფრო კონკრეტულად რა ტიპის უნდა იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები გადაწყვეტილებას ბოლო ორი დღის მანძილზე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღებთ“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

 

რაც შეეხება, არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდას და ახალი მიმართულებების დამატებას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი განმარტავს, რომ შიდა ფრენების შესყიდვების ტენდერში, რომელიც მალე გამოცხადდება, სავარაუდოდ ახალი მიმართულებებიც იქნება ასახული.

 

„ახალ მიმართულებებს რაც შეეხება, ჩვენ ვაპირებთ დავამატოთ ქუთაისი-მესტია, რამეთუ ვხედავთ მგზავრების მხრიდან მოთხოვნას. აქ ძირითადად უცხოელი ტურისტების მოთხოვნაა, რომლებსაც სურთ სასრიალოდ ესტუმრონ ამ საოცარ მხარეს. ასევე ჩვენი პოლიტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტ რეგიონში იყოს შიდა ფრენები. სულ მალე დავასრულებთ ბაზრის კვლევას. ბაზრის კვლევასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ შესაძლებლობის კვლევას, თუ ქვეყნის რომელ მხარეს შეგვიძლია რომ განვახორციელოთ ეს ფრენები. რასაც ამ თვის მანძილზე საჯაროს გავხდით. შემიძლია დავაანონსო, რომ შესაძლოა რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატოს“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

 

2022 წლის განმავლობაში მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 70%, ხოლო ნატახტარი-მესტია-ნატახტრის მიმართულებაზე კი 37.5% იყო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up