მესტიის  მერია საახალწლო მოწყობილობებისთვის 105 000 ლარიან გენერატორს ყიდულობს -  რეგიონში ელექტროენერგიის შეზღუდვის მოლოდინი აქვთ?

მესტიის მერია საახალწლო მოწყობილობებისთვის 105 000 ლარიან გენერატორს ყიდულობს - რეგიონში ელექტროენერგიის შეზღუდვის მოლოდინი აქვთ?

access_time2022-12-23 15:30:56

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ გენერატორს ყიდულობს. აღნიშნული გენერატორის შესყიდვას მერია საახალწლო განათებების უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებისათვის ახდენს.


გენერატორის შეძენას მერია გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. როგორც მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის წერილშია აღნიშნული, 31 დეკემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში დაგეგმილია საახალწლო ღონისძიება, რომლის ორგანიზებისთვის საჭირო თანხა შეადგენს 150 000 ლარს, აქედან 105 000 ლარი განსაზღვრულია გენერატორის შესასყიდად, რომლის შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერი (NAT220026359) არ შედგა.


ამ ეტაპზე გენერატორი გამოიყენება საახალწლო მოწყობილობების გასანათებლად, ხოლო შემდგომ გამოიყენება მერიის საჭიროებისათვის.


დარჩენილი 45 000 ლარით დაგეგმილია შშმ პირებისათვის, დედ-მამით ობოლთათვის და ბავშვებისათვის სასაჩუქრე შეფუთვების შესყიდვა, ასევე საახალწლო კონცერტი, ქუჩის განათებები და სხვადასხვა აქტივობები.


უფრო კონკრეტული, აღნიშნული 45 000 ხარჯთაღრიცხვა ასეთია:



საბავშვო საჩუქრები - 12000 ლარი
ნაძვის ხის გაფორმება - 1400 ლარი
გლინტვეინი - 1500 ლარი
ფოიერვერკი - 2000 ლარი
მუსიკალური გაფორმება (მოწვეული ბენდი ) - 9000 ლარი
სცენის შეფუთვა - 6500 ლარი
ელექტრო კაბელი - 3200 ლარი
მავთული - 400 ლარი
ქუჩის განათება - 9000 ლარი.



საახალწლო ღონისძიებები მესტიაში იწყება 2022 წლის 24 დეკემბერს და დასრულდება 2023 წლის 14 იანვარს.


საახალწლო განათებების უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებისათვის გენერატორის შეძენა გულისხმობს იმას, რომ სვანეთში ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიის არასტაბილური მოწოდების მოლოდინი აქვთ. 


მესტია ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით წლიდან წლამდე რეკორდებს ხსნის. ადგილობრივები შეღავათით სარგებლობენ და ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან. რეგიონში ხშირია ციფრული ფულის, კრიპტოვალუტების გამომუშავება, ეს კი რეგიონს ელექტრომომარაგების კუთხით პრობლემებს უკვე დიდი ხანია უქმნის.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 9 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 70 მლნ 777 ათას კვტ.სთ აღემატებოდა, რაც „ენერგო პრო ჯორჯიას“ მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 24%-ით არის გაზრდილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up