„მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯიამ“ ყაზახეთში ფეროშენადნობების ქარხანა ააშენა

„მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯიამ“ ყაზახეთში ფეროშენადნობების ქარხანა ააშენა

access_time2023-02-20 19:00:26

ქართულმა კომპანიამ “მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯიამ” ყაზახეთში ფეროშენადნობების ქარხანა ააშენა. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2021 წელს 180 მილიონი ლარის შემოსავალი და 67.2 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.



„კომპანიის ძირითადი ბიზნეს საქმიანობა შედგება სამი მთავარი მიმართულებისგან: სხვადასხვა სახის ლითონის ნაწარმისა და კონსტრუქციების დემონტაჟი და რეალიზაცია; საწარმოო ობიექტების მშენებლობა და აწყობა და ფეროშენადნობთა პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია. 2021 წლიდან კომპანიამ დაიწყო ფართომასშტაბიანი პროექტი ყაზახეთში, სადაც ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა აგლომერაციის ქარხანა და ფეროშენადნობთა ქარხანა. 2022 წელს კომპანიამ შეიძინა ფეროშენადნობთა ქარხანა თბილისში, ორხევის რაიონში და დაიწყო მანგანუმის ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია. 2021 წლის განმავლობაში კომპანია ოპერირებდა საქართველოში და ყაზახეთში“, აღნიშნავენ კომპანიაში.




2021-2022 წლებში კომპანიამ განახორციელა ორი ფართომასშტაბიანი პროექტი ყაზახეთში, მან ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა აგლომერაციის და ფეროშენადნობის ქარხნები ASIA FERROALLOYS-თან (ყოფილი Qaz Carbon LLP) გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ბოლო ანგარიშგების მიხედვით, ყაზახეთში მიღებული შემოსავალი შეადგენს 180,058 ათას ლარს, რაც მოიცავს შემოსავალს ქარხნების მშენებლობიდან 178,105 ათასი ლარის და საქონლის გაყიდვიდან 1,100 ათასი ლარის ოდენობით.



კომპანიის 100%-იანი მფლობელია Zeus Property Holdings Ltd - კომპანია, რომელიც დაფუძნებულია სეიშელის რესპუბლიკაში. Zeus Property Holdings Ltd-ს საბოლოოდ აკონტროლებდა სამხრეთ აფრიკის მოქალაქე, მონიკა პამელა ვან ზილ (Monica Pamela Van Zyl) 2021 წლის 1 თებერვლამდე. 2021 წლის 1 თებერვლიდან კომპანიას საბოლოოდ აკონტროლებს შარლოტ დოროთი ვან ჰეერდენი (Charlotte Dorothy Van Heerden), სამხრეთ აფრიკის მოქალაქე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up