მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. ინფონრმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სამუშაოების ფარგლებში, ტალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი.
ადგილზე მობილიზებული იყო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.
დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.
სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდა. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფალია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.