„თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდის თაღის რეაბილიტაცია იწყება“ – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 ივნისს 00:00-დან 06:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდის ქვედა მხარეს, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.
სამუშაოებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეზღუდვები პერიოდულად იმოქმედებს“ – ნათქვამია განცხადებაში.