მეტი მოთხოვნა დაბალკვალიფიციურ კადრებზეა - PMCG კვლევითი ასისტენტი

მეტი მოთხოვნა დაბალკვალიფიციურ კადრებზეა - PMCG კვლევითი ასისტენტი

access_time2023-03-28 19:30:45

PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითმა ასისტენტმა შოთა მაჭარაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში დასაქმების ბაზრის კვლევის შესახებ ისაუბრა, რომელიც PMCG-იმ jobs.ge-თან თანამშრომლობით მოამზადა.


მისი თქმით, ყველაზე მოთხოვნადი პოზიციები, jobs.ge-ის მიხედვით, არის: კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი, მოლარე, მიმტანი, გაყიდვების კონსულტანტი, მძღოლი და დამლაგებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალკვალიფიციურ კადრებზე მეტი მოთხოვნაა.


შოთა მაჭარაშვილ ამის მიზეზად კადრების მომიჯნავე სექტორებში გადინებას და სამუშაო ძალის მიგრაციას ასახელებს.


კვლევის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში და, თუნდაც, 2023 წლის თებერვალში გაიზარდა ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, გაიზარდა ადამიანთა საშუალო თვიური ანაზღაურება და გაზრდილია მაღალი ხელფასის მიმღებთა წილი.


„2022 წლის ბოლო კვარტალში, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ ხელფასს 929 000 ადამიანი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით, 9000 ადამიანით, მაღალი მაჩვენებელია;



2023 წლის თებერვალში ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ ხელფასს, წინა წლის მონაცემებთან შედარებით 5%-თაა გაზრდილი;


2023 წლის თებერვალში იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 2023 წლის თებერვალში იღებდა 0-დან 600 ლარამდე ხელფასს, 19.2%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 54 პროცენტული პუნქტით ნაკლებია;


გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2400 ლარს და მეტს. ისინი დასაქმებულთა 20%-ს შეადგენენ და წინა წლის მონაცემთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.


რომ შევადაროთ 2022 წლის მეოთხე კვარტალი პანდემიამდელ პერიოდს - 2019 წლის მეოთხე კვარტალს, უმუშევრობის მაჩვენებელი უმნიშვნელოდაა შეცვლილი, თითქმის იგივეა, რაც შეეხება ვაკანსიების გამოცხადების დონეს, ორჯერაა გაზრდილი.


2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, ბოლო 6 თვეში, jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 36 565 ვაკანსია, რაც 2021-22 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წინა თვეში გამოქვეყნდა 6170 ვაკანსია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით ნაკლები იყო“, - განაცხადა შოთა მაჭარაშვილმა.

 

 

 


თეგები:
PMCG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up