მეთიუ ბრაიზა - ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან, ისინი აღარ ჩაერევიან საქართველოს შიდა დაპირისპირებებში, რომელიც ძალიან შემაწუხებელია

მეთიუ ბრაიზა - ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან, ისინი აღარ ჩაერევიან საქართველოს შიდა დაპირისპირებებში, რომელიც ძალიან შემაწუხებელია

access_time2021-10-22 14:20:59

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის დაბრუნებამ ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა.

მეორე მხრივ, როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რა სამართლებრივი პროცესებია მის წინააღმდეგ აღძრული.

ამასთან, როგორც ბრაიზამ აღნიშნა, როდესაც ოპოზიციის ლიდერი და ამავდროულად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია, ეს თავისთავად წარმოქმნის პრობლემას და მსოფლიოს თვალში ჩანს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება.

„ჩემი აზრით, საქართველოში ამჟამად ძალიან დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა, რაც ჩემს იმედგაცრუებას იწვევს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კვლავ პოლიტიკური დაძაბულობაა. ამას ემატება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილს მიღწეული, შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმება. საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის დაბრუნებამ კი კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. საქართველოს მეგობრები ვაშინტონსა და ევროპაში დაღლილები არიან და ამ ყველაფერს უკვე დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ. მსოფლიოში ყველა პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა იცოდა, რომ ეს იყო ძალიან სარისკო გადაწყვეტილება. მან იცოდა, რომ შეიძლებოდა დაეკავებინათ, თუმცა მან მაინც ჩათვალა, რომ საქართველოში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი. არ აქვს მნიშვნელობა, რა სამართლებრივი პროცესებია მის წინააღმდეგ აღძრული. როდესაც ოპოზიციის ლიდერი და ამავდროულად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია, ეს თავისთავად წარმოქმნის პრობლემას და მსოფლიოს თვალში ჩანს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. ეს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის მთავრობას და ქვეყანას კრიზისში ამყოფებს“, - განაცხადა ბრაიზამ.

ამასთან, როგორც ის ამბობს, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ არჩევნების შედეგებზე იქონია გავლენა.


„პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, რომლებსაც მე ვესაუბრე, სჯერათ, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ სააკაშვილის პარტიის რეიტინგი გაიზარდა, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამან პირიქით გაზარდა „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა, თუმცა როგორც აშშ-ის არჩევნების პრაქტიკამ აჩვენა, წინასწარი გამოკითხვები და არჩევნების შედეგები ხშირად განსხვავდება. სამეცნიერო და ემპირიული პერსპექტივიდან ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, როგორი იქნებოდა შედეგები სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო. რაც შეეხება სამართლიან სასამართლოს, საქართველოში დამოუკიდებელი სამამართლოს მიმართ ბევრი კითხვაა ამერიკის მთავრობისგან, ვენეციის კომისიისგან და დამკვირვებლების მხრიდან. თუ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანად ჩაივლის, დამატებითი კითხვები არცერთ მხარეს არ ექნება...

ვფიქრობ, ევროპა და ამერიკა უკვე დაღლილები არიან. ისინი აღარ ჩაერევიან ქვეყნის შიდა დაპირისპირებებში, რომელიც ძალიან შემაწუხებელია,“ - განაცხადა ბრაიზამ.


Bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up