მეტროსადგურ ვარკეთილის რემონტი 18 თვე გაგრძელდება - ახალი ხელშეკრულება დეკემბერში დაიდო

მეტროსადგურ ვარკეთილის რემონტი 18 თვე გაგრძელდება - ახალი ხელშეკრულება დეკემბერში დაიდო

access_time2023-01-05 18:05:45

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში ტენდერის გარეშე გააფორმა ხელშეკრულება მეტროსადგურ ვარკეთილის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სამუშაოების ჩასატარებლად. მერიამ სადგურის რეაბილიტაცია დაუკვეთა კომპანია ბადა ქონსთრაქშენს, რომელიც კიდევ ერთ მეტროსადგურს, ავლაბარსაც არემონტებს.

სადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია 13 398 612 ლარი ჯდება.



სამუშაოების აღწერა:

  • საზოგადოებრივ სივრცეებში ჭერის დემონტაჟი (ზედა ვესტიბიულში თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი; დახრილ გვირაბში, ქვედა ვესტიბიულსა და გამანაწილებელ დარბაზში აზბესცემენტის ფილებისაგან მოწყობილი წყალამრიდი ქოლგა);


  • იატაკის ბუნებრივი გრანიტით მოპირკეთების დემონტაჟი;


  • კედლებზე მარმარილოს მოპირკეთების დემონტაჟი;


  • კარების, ვიტრაჟების სარევიზიო სარკმლების დემონტაჟი;


  • საინჟინრო ქსელების (გათბობა–გაგრილება, ვენტილაცია, წყალ–კანალიზაცია, ელექტროსისტემები, სუსტი დენები) შეკეთება–განახლება;


  • საზოგადოებრივ სივრცეებში ინტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები: იატაკების მომზადება, დამუშავება და მოპირკეთება კერამიკული ფილით, კედლების მომზადება, დამუშავება და მოპირკეთება კერამიკული ფილით, კედლებისა და ჭერების მომზადება, დამუშავება და შეღებვა, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები - კონსტრუქციების შეფუთვა;


  • შეკიდული ჭერის ე.წ. ქოლგის გამოცვლა ცემენტის ფილებით;


  • საზოგადოებრივ სივრცეებში ელ. გაყვანილობის მოწყობა და სანათების მონტაჟი;


  • ესკალატორის ბალუსტრადების გამოცვლა;


  • კარების, ვიტრაჟებისა და სალაროების სარკმლების მონტაჟი დეკორატიული ელემენტებით;


  • სკამების მონტაჟი;


  • ლაითბოქსების მონტაჟი.


ჯერ არ არის ცნობილი, რეაბილიტაციის პროცესში მოუწევს თუ არა სადგურს მუშაობის შეჩერება და რამდენი ხნით.

მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ შპს სამშენებლო კომპანია მამისონს 2022 წლის მაისში, ტენდერის საფუძველზე დაუკვეთა. 12 760 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ნოემბერში იმ მიზეზით შეწყდა, რომ კვლავ არ იყო წარმოდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი.




მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა. იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბაქანს რეაბილიტაცია არ ჩასტარებია. ბოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ სადგურში მოქმედი ხელისუფლების დროს შესრულდა. მაშინ თბილისის მერი დავით ნარმანია იყო.



 ratiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up