მეტროსადგურ ვარკეთილის რემონტს ქართული ოცნების შემომწირველი გააკეთებს - ფლანგვის დეტექტორი

მეტროსადგურ ვარკეთილის რემონტს ქართული ოცნების შემომწირველი გააკეთებს - ფლანგვის დეტექტორი

access_time2023-01-24 16:30:43

თბილისის მერია ვარკეთილის მეტროს რეკონსტრუქციასა და კაპიტალურ რემონტში 13,398,611 ლარს დახარჯავს -   ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს, მათი  ცნობით თბილისის მერიამ შერჩეულ კომპანიასთან 2022 წლის დეკემბერში ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. 

 

მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი მხოლოდ 2022 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან მერიამ ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა.  მეორე ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით  შპს ბადა ქონსთრაქშენს გაუფორმა.  ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია.

 

2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2,245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული.  ხელშეკრულების მიხედვით, შპს ბადა ქონსთრაქშენმა მეტროს რეკონსტრუქცია-რემონტი 18 თვეში უნდა დაასრულოს.

 

შპს ბადა კონსთრაქშენი 2011 წელს დაფუძნებული კომპანიაა. ვებ-გვერდის მიხედვით კომპანიას 3 დასრულებული და 3 მიმდინარე პროექტი აქვს. დასრულებულ პროექტებს განეკუთვნება ბიზნეს ცენტრი ატრიუმი, სასტუმრო ნიშნიანიძეზე და ბოლნისის მუზეუმი. ხოლო მიმდინარე პროექტებია ერთი ინდივიდუალური პროექტი, საცხოვრებელი კომპლექსი  ვილა კავკასიონი და 11 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ბადა გლდანი.


 

შპს ბადა კონსთრაქშენისთვის ეს  სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არ არის. კომპანია ტენდერებში არა, თუმცა გამარტივებულ შესყიდვებში 2012 წლიდან ფიქსირდება. უნდა აღინიშნოს, რომ 2012-2021 წლებში სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებმა კომპანიასთან მხოლოდ  18 ხელშეკრულება გააფორმეს. მათგან ყველაზე მაღალი ღირებულების შესყიდვა, 2014 წელს საქ.სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის ღირებულებაც 2,245 ლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულების ხელშეკრულება შავსაყდრის საჯარო სკოლამ გაუფორმა და ხელშეკრულების ღირებულება 20 ლარი და 68 თეთრი იყო.


აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა და 100%-ის მესაკუთრე ბაჩანა შენგელიამ ქართულ ოცნებას 2014 წელს 60,000 ლარი შესწირა.

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up