მეთუნე, პროფესორი, ჯარისკაცი  - ვინ არის უკრაინის განათლების ახალი მინისტრი ოქსენ ლისოვი

მეთუნე, პროფესორი, ჯარისკაცი - ვინ არის უკრაინის განათლების ახალი მინისტრი ოქსენ ლისოვი

access_time2023-03-21 17:30:47

უკრაინის მთავრობაში ცვლილებებია.  განათლების მინისტრის პოსტზე სერჰი შკარლეტს ოქსენ ლისოვი შეცვლის,  მეცნიერებათა მცირე აკადემიის (MAS) დირექტორი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე.

 

ოქსენ ლისოვი დაიბადა 1972 წელს მასწავლებლების ოჯახში. მისი მამა, ვასილ ლისოვი, ცნობილი დისიდენტი და უკრაინული „სამიზდატის“ ორგანიზატორი იყო, ვასილ ლისოვი ასევე გამოდიოდა ავღანეთში საბჭოთა შეჭრის წინააღმდეგ. მან 11 წელი გაატარა გადასახლებაში და გაათავისუფლეს 1983 წლის ივლისში.

 

ვინაიდან უმაღლესი განათლება მიუწვდომელი იყო დისიდენტების ბავშვებისთვის, ოქსენ ლისოვიმ პირველად დაამთავრა რეშეტილივკას ხალხური რეწვის ხელოვნების სკოლა კერამიკის სპეციალობით. ის არის მე-3 კატეგორიის მეთუნე. მამის რეაბილიტაციის შემდეგ ოქსენი სწავლობდა კიევის კულტურისა და ხელოვნების ეროვნულ უნივერსიტეტში ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო სისტემების სპეციალობით.

 

ლისოვი მართავდა 17 წლიდან სამხატვრო წრეებს სკოლებში და ასწავლიდა ფარიკაობას სკაუტების ორგანიზაციაში, ტარას შევჩენკოს ნაციონალურ უნივერსიტეტის კიევის ისტორიულ კლუბში და კიევ-მოჰილას კოლეჯში.

 

სოცმედიაში იმასაც წერენ, რომ 23 წლის ასაკში ოქსენ ლისოვი ბიზნესში წავიდა. მშობლებისგან ნასესხები 200 დოლარით ბენზინგასამართი სადგური გახსნა , რომელიც მალევე გახდა მომგებიანი.

 


ინტერვიუში მან ახსნა, თუ რატომ წავიდა მეცნიერებაში: „...მქონდა ჯიხურები, მაღაზიები... ვთქვათ, ავაშენე სახლი, ავაშენე მის გარშემო მაღალი ღობე და შიგნით ყველაფერი მშვენივრადაა. მე მაინც ვიმოგზაურებ ამ სახლის გარეთ... არ იქნება საკმარისი ჩემი ეზოს დალაგება, მე უნდა გავასუფთაო ჩემი ქუჩა, ჩემი ქალაქი, ამისთვის წესრიგი უნდა მოვიყვანო ამ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების გონებაში.ამიტომ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული ხალხის თავებში არეულობის მოწესრიგებაა,“

 

2010 წლიდან ოქსენ ლისოვი არის უკრაინის მეცნიერებათა მცირე აკადემიის (JAS) ეროვნული ცენტრის დირექტორი.

 

მოგვიანებით, 2012 წელს, ოქსენ ლისოვმა დაიცვა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიურ ანთროპოლოგიასა და კულტურის ფილოსოფიაში, ხოლო 2015 წელს მიენიჭა ასოცირებული პროფესორის წოდება.

 

2012 წელს განათლების დარგში უკრაინის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა საგანმანათლებლო წვლილის გამო. 2021 წელს მას მიენიჭა უკრაინის განათლების დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება.

 

2020 წლის სექტემბერში,  მეცნიერებათა მცირე აკადემიის პრეზიდენტთან სტანისლავ დოვისთან ერთად, მან წამოიწყო უკრაინაში პირველი მეცნიერების მუზეუმის დაარსება, რომელიც გაიხსნა კიევში, უკრაინის ექსპოცენტრში.

 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისთანავე, იგი შეუერთდა უკრაინის ჯარს, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე დამოუკიდებელი საჰაერო თავდასხმის ბრიგადას როგორც მოხალისე.

 

„ვიკნასთან“ ინტერვიუში ლისოვი აცხადებდა რომ ის საბრძოლო დავალებებს ასრულებდა, როგორც ქვედანაყოფის მეთაური, მაგრამ არ იღებდა ხელფასს უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან და ინარჩუნებდა თავის ძირითად სამუშაოს და დისტანციურად ასრულებდა თავის მოვალეობებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up