„მთელ მსოფლიოში შეტევაა ეკლესიაზე და ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ“, - ამის შესახებ სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი ქადაგებაში საუბრობს. მისი თქმით, კორონავირუსის ფონზე „პირიქით, ეკლესიაში უნდა მივრბოდეთ“.
„ზოგი ამბობს, ეკლესიაში რომ წახვიდეთ, გაავცრელებთ ინფექციასო. სადაც ეკლესიები გამოკეტეს, იქ უარესი სიტუაციაა. გადაუარა კორონამ უღმერთო ხალხს. სულ არ არის ამერიკაში ეკლესიები, თითზე ჩამოსათვლელია, მაგრამ ნახეთ, რა დღეში არიან. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა, მადლობას ვუცხადებთ მთავრობას და სამედიცინო პერსონალს, მაგრამ ამავე დროს ძალიან ვთხოვთ, არ შეუშალონ ხელი ხალხის ეკლესიაში მისვლას“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
IMEDINEWS