მეუფე სტეფანემ 5 სასულიერო პირი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში დაანაშაულა და მღვდელმსახურება აუკრძალა

მეუფე სტეფანემ 5 სასულიერო პირი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში დაანაშაულა და მღვდელმსახურება აუკრძალა

access_time2021-04-04 19:16:44

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ხუთ სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა. სტეფანე კალაიჯიშვილი მათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხსა და სასულიერო პირთათვის შეუფერებელ საქციელში ადანაშაულებს.

მღვდელმსახურება აეკრძალა:

იღუმენ დანიელს (გვილავა);
მღვდელ მირიან მესხაძეს;
მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი);
დიაკონ ანანია კალანდიას.
მეუფე სტეფანე ბრძანებაში მიუთითებს, რომ მათთვის მღვდელმოქმედების უფლების აღდგენის საფუძველი შეიძლება გახდეს საჯარო სინანული.

რაც შეეხება კიდევ ერთ სასულიერო პირს, არქიმანდრიტ ათინოგენს, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება შეუძლებელია, თუმცა უფლება აქვს მოინანიოს ცოდვები და ეზიაროს. სტეფანე მიუთითებს, რომ მას მღვდელმსახურება აკრძალული ჰქონდა, მაგრამ, მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ბრძანების მიხედვით, ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი და იქნება მონაზონი ათინოგენი.

რაც მათ მიმართ განვახორციელე, არის ეკლესიის ერთობის შესანარჩუნებლად და ეკლესიის კეთილწყობილების გასაძლიერებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა ასეთი ვაქხანალია ზღვარს გადადის და უღირსი სასულიერო პირები ჩირქს სცხებენ ეკლესიას, პატრიარქს, მღვდელმთავრებს, იძულებული ვხვდებით, რომ გარკვეული ზომები მივიღოთ და ეს ზომები იქნა მიღებული, — თქვა სტეფანე კალაიჯიშვილმა ქადაგებისას.


არქიმანდრიტი ათინოგენი კი ამბობს, რომ ასეთი არც ეპისკოპოსი უნდა, არც სინოდის წევრი და არ ემორჩილება.

ჩემგან გადაეცით, მატყუარას, ცრუს, ურცხვს და იმ პირით, რაც მისი პირიდან სიტყვები გამოდის — ასეთი მე არც ეპისკოპოსი მინდა, არც სინოდის წევრი მინდა და არ ვუსმენ. იმან შეიძლება ბევრი რამე მოიფიქრა და გამოთქვა, მაგრამ ყველა უნდა დავემორჩილოთ?! მე არ ვემორჩილები, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

მღვდელ მირიან მესხაძისს თქმით, სტეფანეს გადაწყვეტილება უკანონობის ზეიმი იყო და ისინი პრობლემის საეკლესიო წესებით გადაწყვეტას ითხოვენ.

ჩვენს ეპარქიაში, მმართველ საკათედრო ტაძარში ვნახეთ უკანონობის ზეიმი, როცა გამოვიდა მიტროპოლიტი და რაღაც კანონებს თავისი ინტერპრეტაციით კითხულობდა. არანაირი ამბოხების მომწყობები ჩვენ არ ვართ, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს — საეკლესიო წესებით გადაწყდეს პრობლემა, წამოჭრილს საკითხებს კანონიკურად გაეცეს პასუხი. ეს გადაწყვეტილებები არის უსამართლო, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, მაგრამ ეკლესიაში შფოთის და ერთმანეთთან დაპირისპირების გამო ვღებულებთ ამ დასჯას და არ ვაპირებთ, რაღაც პროვოკაციები მოვაწყოთ, — ამბობს ის.

on.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up