მეუფე ზენონი დეკანოზ ილიაზე: ვიმედოვნებთ, რომ სინოდალური კომისია იქნება ობიექტური

მეუფე ზენონი დეკანოზ ილიაზე: ვიმედოვნებთ, რომ სინოდალური კომისია იქნება ობიექტური

access_time2021-02-13 20:00:04

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების მე-4 პუნქტს, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიასა და დეკანოზ ილია ჭიღლაძეს

აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება და სამოციქულო ტრადიციის სულისკვეთებაში ეკლესიის თითოეულ წევრს აქვს უფლება, იქონიოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რაც არ შეეხება ეკლესიის უწმინდეს დოგმატებს. ამასთანავე, განსხვავებული შეხედულების გამოხატვის ფორმები უნდა შეესაბამებოდეს ქრისტიანულ მრწამსსა და ფუნდამენტურ ეთიკას, რომელიც ადამიანის ღირსებას უმნიშვნელოვანეს ფასეულობად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულება მოყვასისადმი. 

ამ ყველაფრის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე არაერთხელ იქნა შეგონებული. მღვდელმთავრის მრავალგზისი გაფრთხილების შემდეგ, არც თუ დიდი ხნის წინ საჯარო სინანულიც გამოთქვა საკუთარი არაკორექტული გამოხატვის ფორმების გამო და გარკვეული პერიოდით საეკლესიო ეპიტიმიასაცდაექვემდებარა. – ნათქვამია განცხადებაში.

 ეპარქიის განცხადებაში ნათქვამია, რომ, რამდენადაც საქართველოს ეკლესიის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია არის წმინდა სინოდი, რომელმაც დეკანოზ ილიას საქმის განხილვა დაიწყო, სამართლებრივად შეუძლებლი ხდება შიდაეპარქიულ დონეზე ამ საკითხისათვის შემდგომი მსვლელობის მიცემა. 

გადავიდა რა საკითხი მთლიანად წმინდა სინოდის განკარგულებაში, პატივისცემით აღძრულნი ვიმედოვნებთ, რომ სინოდალური კომისიის წევრები იქნებიან ობიექტურნი, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა კანონთა სულისკვეთებით და ამ სულისკვეთებას განავრცობენ სხვა სასულიერო პირებზეც, რომლებიც ასევე შეურაცხმყოფელნიარიან მოყვასისადმი. სოციალური ქსელები ინახავენ არაერთ მოწმობას, ამ ადამიანთა მხრიდან სასულიერო და საერო პირების მისამართით არაერთგზის განხორციელებული პროვოკაციული თავდასხმებისა. – ვკითხულობთ განცხადებაში.

ეპარქიის ცნობით, მსოფლიო კრებათაკანონიკური განწესებები, ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა კანონიკური დადგენილებები, არ უკრძალავენ მღვდელმთავარს საკუთარი ეპარქიიდან სასულიერო პირის განტევებას. ამ კანონიკურ მოცემულობაზედაყრდნობით, მიმართა ეპარქიას წერილობითი თხოვნით ყოვლადუწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, კანონიკურად განეტევებინა ჩვენი ეპარქიის დიაკვანი, აწ უკვე მღვდელი ილია ჯინჯოლავა. 


რამდენადაც არ არსებობდა არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება, არც სამართლებრივი და არც პიროვნული ხასიათისა (თავად მამა ილია ჯინჯოლავაც თანახმა იყო გადასულიყო კონსტანტინოპოლის ეპარქიაში), უძველეს საეკლესიო პრაქტიკაზე დაყრდნობით დაუბრკოლებლად განვუტევეთ ეპარქიიდან მამა ილია, რომელიც ამჟამად კონსტანტინოპოლის ეპარქიის მღვდელმსახურია. 

ის ფაქტი, რომ არ არსებობდა არანაირი კანონიკური დაბრკოლება ამ განტევების განსახორციელებლად, დასტურდება თავად წმინდა სინოდის განჩინების მე-10 პუნქტშიც, რომელიც ცდილობს, მომავლისათვის დაარეგულიროს ასეთი შემთხვევები. რა თქმა უნდა, მართვა-გამგეობის დებულების დასახელებული პუნქტის შესაბამისობა წმინდა კანონებთან შესაძლოა, გახდეს შემდგომი მსჯელობის საგანი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები. – ნათქვამია განცხადებაში.

სინოდის იმ განჩინების მიხედვით, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე 12 თებერვალს გამოქვეყნდა, სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ. 

ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით, დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა. – ნათქვამია განჩინებაში.

წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ უნდა მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის.

დეკანოზმა ილია ჭიღლაძემგანჩინებასთან დაკავშირებით დაწერა, რომ საქართველოს ეკლესიას მართავს არა სინოდი, არამედ სინედრიონი.

Tabula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up