ფერმერები საძოვრების გარეშე - პირუტყვის საკვების პრობლემა საქართველოში

ფერმერები საძოვრების გარეშე - პირუტყვის საკვების პრობლემა საქართველოში

access_time2021-06-30 12:00:55

„საძოვრების პრობლემა უკვე ძალიან სერიოზულად დადგა, ვისაც მიწები არ აქვს, უკვე ძალიან უჭირს, ვისაც ცოტა მიწის ნაკვეთები გვაქვს, კიდევ არაგვიშავს“, – „კომერსანტი“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში მცხოვრებ ფერმერს გელა ჭულუხაძეს ფერმერების ძირითად გამოწვევებზე, პროდუქციის რეალიზაციისა და წარმოების პრობლემებზე ესაუბრა.


გელა ჭულუხაძე ამჟამად 300 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან შემდგარ ფერმას მართავს, რომლის შექმნაც 12 წლის წინ დაიწყო. ფერმერი აღნიშნავს, რომ რძის პროდუქტების წარმოება თითქმის განახევრებულია ძირითადად საძოვრების პრობლემის გამო, ამიტომაც ეტაპობრივად საქონლის რაოდენობის შემცირება უწევს.


„თუ საძოვარი არ გვექნება, ბუნებრივია ქვეყანაში რძის ნაწარმის მოცულობაც შემცირდება. ხელშეწყობა სჭირდებად გლეხებს, რომ რამე აამუშავონ ამ ქვეყანაში.

როცა ხორცის გაყიდვა გინდა გადამყიდველები, რომლებიც 20 ლარად ჰყიდიან, შენს პროდუქტში 10 ლარს გთავაზობენ. ეს ჯაჭვი უნდა დარეგულირდეს.  


მე დიდი ფერმა მაქვს, 300 სული საქონელი მყავს, მაგრამ საძოვრების არასაკმარისობის გამო შევამცირეთ. მიმდებარე ტერიტორიები გაყიდულია კერძო მესაკუთრეზე. ჩვენ 45 ჰექტარი გვაქვს, რასაც  ნაწილს საძოვრად ვიყენებთ, ზოგს სახნავ-სათესად.  

ქართული ჯიშის ხბოები შევიძინე და ორ წელიწადში უკვე მეწველი ძროხები მყავდა. ქართული პირუტყვის რძის ნაწარმს საუკეთესო გემოვნური თვისებები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ იმ მოცულობის ნაწარმს ვერ ვიღებთ, რაც რეალურად შეგვიძლია“, - ამბობს ფერმერი.


ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა ცოტა ხნის წინ „კომერსანტთან“ მერძევეობის დარგზე და მასში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.


როგორც გიგაშვილი გვიყვებოდა, სექტორს ერთმანეთის მიყოლებით საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ტოვებენ, რის მიზეზადაც, ძირითადად, რენტაბელობის პრობლემა სახელდება. გიგაშვილი ამბობს, რომ საქართველოში პირუტყვის საკვები მთავარი პრობლემაა, რადგან  მაღალპროდუქტიული ჯიშების წარმადობა მთლიანად პირუტყვის სწორ და დაბალანსებულ კვებაზე დგას.  მისივე თქმით, საქართველოში ძალიან მწირი საკვები ბაზაა  და ეს ყოველთვის ასე იყო და ტენდენცია კვლავ  გრძელდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არსებული მიწის რესურსების ნახევარი სახელმწიფოს  ხელში, ხოლო აუთვისებელი და  გამოუყენებელი მიწის რესურსი სურათს უფრო ამძიმებს.


კომერსანტი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up