„იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა“ ასოციაციის იურისტებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ საქართველოში იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე საგანგაშოდ მზარდია. უფლებადამცველების მტკიცებით, მევახშეები სხვადასხვა თაღლითურ სქემებს იყენებენ და მათ ძლიერი მფარველები, ე.წ ლობი ჰყავთ.
ასოციაციის იურისტებმა გაასაჯაროეს ათობით შემთხვევა, სადაც ჩანს როგორ თაღლითურად ითვისებენ კერძო მევახშეები მოწყვლადი ჯგუფების საცხოვრებელ ფართებს და ამტკიცებენ, რომ ხშირად მევახშეებს ძლიერი მფარველები ჰყავთ.
მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია ბოლო ერთი წელია არსებობს.
"ჩვენ გავშიფრეთ თაღლითური სქემები, საგამოძიებო ორგანოებს მტკიცებულებები მივაწოდეთ და რამდენიმე საქმეზე დაწყო სისხლის სამართლის გამოძიება, თუმცა გამოძიების პროცესი ჭიანურდება. მოვითხოვთ ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაპირებთ მევახშეების მფარველების სახელებისა და გვარების გაასაჯაროებს“, - განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა ნანო ცხადიამ.