თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ არ არის წინააღმდეგი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.
„ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, რათა ლიდერების შეხვედრის ორგანიზება განვახორციელოთ. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გვქონდა ასეთი მცდელობა. პრინციპში, პუტინმა ჩვენ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის ასეთი შეხვედრის. უკრაინის მხარე მზად არის. მხარეებს შორის ბელარუსში მიმდინარეობს ტექნიკური მოლაპარაკებები. მეორე მხრივ, არის სხვა არხების მცდელობებიც, რომლებსაც ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ“ , - განაცხადა ჩავუშოღლუმ ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ ფორუმზე.