მეწარმეთა კავშირი: „ხელისუფლება ისევ ნაცნობ წრეზე ტრიალებს, საქმის კურსში არავინ ჩაგვაყენა“

მეწარმეთა კავშირი: „ხელისუფლება ისევ ნაცნობ წრეზე ტრიალებს, საქმის კურსში არავინ ჩაგვაყენა“

access_time2021-08-05 10:00:25

„მეწარმეთა კავშირის“ განცხადებით, პარლამენტმა სამეწარმეო სფეროს კანონი ისე დაუწესა, რომ მათ უმრავლესობასთან კომუნიკაცი არ ჰქონია. მეწარმეები საქმის კურსში არ იყვნენ, რის გამოც რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც ამ სფეროს წარმომადგენლებს კანონმდებლობის მიმართ გააჩნიათ, ბუნებრივია, ვერ გაითვალისწინებდნენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელმა გოგა ციცქიშვილმა უთხრა.


„ჩვენ არათუ კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მოგვეცა, ელემენტარულად, ინფორმირებულიც არ ვიყავით. კანონი ისე მიიღეს, რომ მეწარმეების უმეტესობამ ამის შესახებ არაფერი იცის. ცხადია, ყველას სათითაოდ ვერ დაუკავშირდებიან, მაგრამ არც ასეთი იგნორირება  შეიძლება. მსხვილ ბიზნესთან მიმართებაშიც კი ასეთი პრობლემაა და მით უმეტეს ჩვენ, მცირე ბიზნესს, ქვეყანაში ანგარიშს არავინ გვიწევს, როცა სექტორი ეკონომიკის წამყვან ძალად უნდა იყოს მიჩნეული.  არის ერთი ძალიან ვიწრო წრე, ვისთანაც ხელისუფლებას გარკვეული კავშირი აქვს და გრძელდება ასე უსასრულოდ, ნაცნობ წრეზე ტრიალებენ. ასე ქვეყანა წინ ვერ წავა“, - აცხადებს ციცქიშვილი.


რაც შეეხება შენიშვნებს, კავშირის ხელმძღვანელის შეფასებით, მეტი სიცხადეა საჭირო ფინანსური დოკუმენტების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ასევე შპს-ებთან მიმართებაშიც.


„კანონი გვეუბნება, რომ ფინანსური დოკუმენტები უნდა იყოს გამჭვირვალე, რომელზეც მესამე პირსაც ექნება წვდომა. არ ვიცი, ტექნიკურად როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, ან მესამე პირს რა შესაძლებლობა ექნება იმისთვის, რომ დოკუმენტებს გაეცნოს?! თუკი მეწარმე ვარ და ჩემთვის საჭირო ნედლეულს შევიძენ დაბალ ფასში, არანაირი სურვილი არ მექნება, ეს ინფორმაცია იყოს გამჭვირვალე. ამან, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება მეწარმე დააზარალოს. უცნობია ისიც, როგორ დაარეგულირებენ ვალებთან დაკავშირებულ საკითხს, რა მხრივაც მცირე და საშუალო მეწარმეებს ხშირად სადისტრიბუციო კომპანიებთან აქვთ პრობლემა. ამ ეტაპზეც, მეფუტკრეების მიმართ 50 000-ლარიანი დავალიანება აქვთ სადისტრიბუციო კომპანიებს, მაგრამ დღეს 1 ლარიც არ არის გადახდილი. ამ დროს ფირმას შეუძლია თავი გამოაცხადოს გაკოტრებულად და სასამართლოში თუ წარადგენენ შესაბამის დოკუმენტს, შეიძლება არც დაეკისროს გადახდა ან ნაწილობრივი გადახდა დაავალდებულონ, როგორც „გუდვილის“ შემთხვევაში მოხდა - ყველის მწარმოებლების რამდენიმე ათასიანი ვალი აქვს ჰიპერმარკეტს დაგროვილი, რასაც 50 ლარობით უხდის მეწარმეებს, წლობით გრძელდება ამ ვალის გადახდა. ამასობაში კი შეიძლება საერთოდ გაკოტრდნენ ეს კომპანიები“, - აცხადებს გოგა ციცქიშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში.

რაც შეეხება კანონპროექტის დადებით მხარეს, ციცქიშვილის თქმით,  რამდენიმე მიმართულებით უფრო დაიხვეწა, ვიდრე მანამდე იყო. მაგალითისთვის, შპს-ს დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.


,,გვაქვს შემთხვევები, როცა კომპანიის დამფუძნებლებს ბრალეულობა არ მიუძღვით, მაგრამ თუკი დირექტორმა არაკეთილსინდისიერი ქმედებებით უშუალოდ შპს დააზარალა, პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. არის ასევე რამდენიმე პუნქტი , რომელიც ძველ კანონში ორაზროვნად იკითხებოდა და გარკვეულ სუბიექტებს ლავირების საშუალებას აძლევდა, ესეც ახალი კანონმდებლობით დიდწილად მოგვარდა, უფრო ზუსტად  განისაზღვრა მხარეთა მოვალეობები, რაც ახალ კანონმდებლობის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს", - დასძენს ციცქიშვილი.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და კანონპროექტს „მეწარმეთა შესახებ“ 79 ხმით მხარი დაუჭირა.


კანონპროექტის თანმდევი პაკეტი 26 კანონპროეტისაგან შედგება და შესაბამისად, მიღებული კანონპროექტით წესრიგდება სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებასთან, ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოებასთან, შენატანებთან, სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ანგარიშგებასთან და აუდიტთან, ხანდაზმულობასა და გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებული საკითხები.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეწარმეთა კავშირი 2018 წელს დაფუძნდა. ეს არის არაკომერციული, არასამეწარმეო პირი, რომელიც საქართველოში 500-ზე მეტ მეწარმე სუბიექტს აერთიანებს - იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც თავიანთ პროდუქციას უშუალოდ საქართველოში აწარმოებენ.


კომპანია ეხმარება მეწარმეებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, მათ შორის, როგორ იმუშაონ ბრენდირების და მარკეტინგის კუთხით, იგივე სოციალურ მედიაში, რაც მათ პროდუქციის შექმნასა და  რეალიზებას, ასევე ცნობადობის ამაღლებას სჭირდება.



მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up