მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

access_time2020-08-14 11:00:51

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტის ინიციირებას და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: „უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიული წრეები, ბიზნესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დღეს მოქმედი, სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი მოძველებულია. შესაბამისად, წლების განმავლობაში განხორციელებული უსისტემო ცვლილებების გამო ის შეუსაბამოა დღეს არსებულ რეალობასთან და გამოწვევებთან.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე სამუშაო პროცესის შედეგად, რომელშიც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად აკადემიური წრეების, ექსპერტებისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმოდგენლები მონაწილებდნენ, დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი კანონის პროექტზე, რომელიც დიდწილად თანხვედრაშია როგორც ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, ასევე პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და ჩვენი ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით არსებულ გამოწვევებს.


აღნიშნული პროექტი, ჩვენის აზრით, ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციული ფორმების უფრო მეტად დახვეწას, სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის განჭვრეტადი გარემოს შექმნასა და შესაბამის ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოებში ერთიანი პრაქტიკის განვითარებას.



მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართულ და ევროპული ბიზნეს ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის, გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტი ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელზედაც საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რამაც საშუალება მისცა ყველა დაინტერესებულ მხარეს ნათლად და ცხადად წარმოედგინა რეფორმის შედეგად მოსალოდნელი სარგებელი.


ასევე, უნდა აღინიშნოს თავად კანონპროექტზე სამუშაო პროცესის მიმდინარეობა, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის, ჩართულობის მაღალი ხარისხი, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადა ხარისხიანი და პროფესიული დოკუმენტის შექმნა. თუმცა ცხადია, რომ დოკუმენტზე მუშაობა მისი საქართველოს პარლამენტში ინიციირების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოხატავს მზაობას, რომ ანალოგიურად როგორც სხვა შემთხვევებში, აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო განხილვების პროცესში და გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.“






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up