მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები საქართველოში გადმოდიან, რათა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ბენეფიტებით ისარგებლონ - მეწარმეთა ასოციაცია

მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები საქართველოში გადმოდიან, რათა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ბენეფიტებით ისარგებლონ - მეწარმეთა ასოციაცია

access_time2022-06-05 16:00:02

„შესაძლებლობები არსებობს და რეგიონს სხვა ქვეყნები ამას აქტიურად იყენებენ. არის რამდენიმე ქეისი, როცა კომპანიები შემოვიდნენ, იმისთვის, რომ ქართულ წარმოებებად დარეგისტრირდნენ“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე აცხადებს.

მისი თქმით, პანდემიის შემდეგ ბიზნესი მდგომარეობიდან გამოდის და რეგიონში მიმდინარე ომის ფონზეც კი, მეტი შესაძლებლობა გამოჩნდა, ვიდრე საფრთხე.

„პანდემიის შემდეგ ბიზნესი გამოდის მდგომარეობიდან. ომის ფონზე კი, უფრო მეტად შესაძლებლობები გაჩნდა, ვიდრე საფრთხეები. ბევრი ადამიანი შემოვიდა ქვეყნაში, რომელთა მსყიდველუნარიანობა აშკარად მაღალია და ამან სამომხმარებლო ბაზრის ზრდა განაპირობა.

ცხადია, არის მეორე მხარეც, რამაც ლოჯისტიკის ფასის ზრდა გამოიწვია ეს აისახა კიდეც სამომხმარებლო ფასებში. რეალურად, ბიზნესმა რეაგირება ფასების მატებით მოახდინა, იმაზე, რომ მას ნამდვილად გაეზარდა ხარჯები. ეს მხოლოდ ჩვენთან არა, მთელს მსოფლიოში მოხდა“, - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, არის რამდენიმე ქეისი, როცა მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები საქართველოში გადმოდიან, რათა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ბენეფიტებით ისარგებლონ.


,,საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც აჩენს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას. ასევე თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ჩვენ გვაქვს ექსპორტის ზრდა. ეს შესაძლებლობები არსებობს და რეგიონს სხვა ქვეყნები ამას აქტიურად იყენებენ. არის რამდენიმე ქეისი, როცა კომპანიები შემოვიდნენ, იმისთვის, რომ ქართულ წარმოებებად დარეგისტრირდნენ და ეს პრეფერენსები მიიღონ. ბევრმა ინვესტორმა დაინახა ეს შესაძლებლობა, რომ ორ ბუმბერაზ ბაზართან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა.

ამ პრეფერენციებს მოსდევს ინვესტიციები და ამ მხრივ დიდ პოტენციალს ვხედავ. მით უფრო მეწარმეთა შესახებ კანონშიც, ბევრი რამ დაიხვეწა და გაიწერა, როგორ შეიძლება გადმოვიდეს საწარმო საქართველოში, რაც აქამდე არ იყო გაწერილი კანონში. მთლიანობაში, ამ ნაწილში დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ. მცირე და საშუალო ბიზნესი, პირდაპირ არის მიბმული დიდ ბიზნესზე და ეს ერთი ჯაჭვია. დიდი ბიზნესი რაც უნდა იყოს, შემსყიდველია მცირე და საშუალი ბიზნესისთვის“, - განუცხადა მიხეილ ჭელიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ინფორმაციისთვის, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რამდენიმე მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმება გააჩნია, რაც უპირველეს ყოვლისა საბაჟო ტარიფების არარსებობას, ან საგამონაკლისო წესებს გულისხმობს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებები საქართველოს დადებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, თურქეთი და ჩინეთი. ხოლო, მრავალმხრივი საერთაშორისო ვაჭრობის შეთანხმება გააჩნია: დსთ, სუამი, ევროკავშირი და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up