ორგანიზაცია, რომელიც ზედმიწევნით ითვალისწინებს მის მიერ ჩამოყალიბებულ სტარტეგიებს, ეყრდნობა სტანდარტებს, ფასეულობებსა და ღირებულებებს იგი აუცლებლად დიდი წარმატებას აღწევს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ბაზარზე - აცხადებს MGL Georgia-ს HR მენეჯერი ქეთევან ბაგრატიონი.
ორგანიზაციის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია თუ რა კუთხით და მიმართულებით მუშაობს პერსონალი. დასახული გეგმა და სტრატეგია, რომელიც მისაღებია როგორც კომპანიისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის უმჯობესია ჩამოყალიბდეს, როგორც ტრადიცია და დროთა განმავლობაში გადაეცეს ახალ სტრუქტურებს და ახალ თანამშრომლებს. ორგანიზაციული კულტურა ყველა კოპანიისთვის სხვადასხვაგვარია, რადგან იგი ეყრდნობა ორგანიზაციის პირად ხედვებს, რომელიც ასახავს კომპანიის ფასეულობების ისტორიას, საკუთარ პრინციპებზე დაყრდნობით ცდილობს ბიზნესის წარმართვას. პირადად, მე ვამაყობ რომ მომეცა უფლება უკვე ერთ გუნდათ შეკრული კომპანიის HR მენეჯერის პოზიცია დამეკავებინა, ვინაიდან შეკრულ გუნდად მუშაობის სპეციფიკა MGL-ს დიდი ხანია არჩეული აქვს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა და პრობლემის ერთსულოვნად გადაწყვეტა. ჩვენ, თანამშრომლების ყოველდღიური რუტინიდან მოწყვეტას ყოველი კვირის ბოლოს, საჭირბოროტო საკითხებზე საუბრებითა და აქტივობებით ვასრულებთ. კომპანიის მხრიდან გუნდურობაზე ზრუნვა, დაგეგმილი ექსკურსიებითა და ტრეინინგებითაც გამოიხატება.მიხარია რომ ორგანიზაციული კულტურა კომპანიაში უკვე ჩამოყალიბებული დამხვდა და ჩემი რესურსების მიმართვა უფრო სხვა მიმართულებით შემიძლია განვავითარო.
მოგეხსენებათ MGL Georgia -ს სხვადასხვა ქალაქებში აქვს ოფისები, ამიტომაც მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს თანამშრომლების გაცნობა და დაახლოება. კომპანიისთვის თითოეული თანამშრომლის შესაძლებლობა და უნარი გამოვლენილი და სწორად შეფასებულია, რაშიც HR-ული როლი ეხმარება ორივე მხარეს სწორად შეირჩეს პოზიციისთვის შესაბამისი უნარის მქონე კანდიდატები.
ორგანიზაციის რესურსები, მათ შორის ადამიანური რესურსები, აძლევს ორგანიზაციას განსაკუთრებულ ნიშასა და სხვებთან შედარებით უპირატესობას, რომ იყოს ძლიერი და გამორჩეული. ის ძლიერია თავისი გუნდით და კიდევ უფრო ძლიერდება გუნდზე ზრუნვითა და განვითარებით. დღეს HR-ის პოზიცია დღითიდღე უფრო ტრენდული ხდება, რადგან კომპანიები აცნობიერებენ, რომ გუნდურად მუშაობა წარმატებისკენ მისასვლელი მოკლე გზაა და ამ ყველაფერში ადამიანური რესურსების მენეჯერის ჩართულობა და ინიციატივა უმნიშვნელოვანესია. ჯგუფის გუნდურობისკენ მოწოდებას სჭირდება ლიდერების სათავეში მოსვლა, მსგავსი მიდგომებით მუშაობა კი დასავლური წესებით მუშაობას გულისხმობს, რისი შედეგია განვითარებული და ჩამოყალიბებული კომპანიების მიღება.
მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა, რომელმაც თითქმის ყველა ქვეყნის ბიზნესებს თავისი კვალი დაუტოვა, MGL GEORGIA მყარად ინარჩუნებს თანამშრომლებს. ის გეგმის მიხედვით მოქმედებს და ცდილობს არცერთი თანამშრომელი არ დააზარალოს ეპიდემიისგან გამოწვეული კრიზისით. ეძებს ახალ მიმართულებებს და განავრცობს მას თანამშრომლების დახმარებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გუნდურობასა და გადარჩენისთვის ბრძოლას.
(R)