MGL Georgia მომხმარებელს სთავაზობს ლოიალობის პროგრამას Cashback-ის სახით. აღნიშნული ლოალობის პროგრამა - კომპანიის ბონუს პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია კომპანიის, როგორც არსებული, ასევე პოტენციური კლიენტებისთვის და მათ აძლევს საშუალებას დაიბრუნოს თანხა ყველა სახის საერთაშორისო საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვაზე.
ლოალობის პროგრამის ფარგლებში, Cashback -ის გამოყენებას კომპანიის მომხმარებლები ორი სხვადასხვა პირობებით შეძლებენ, ხოლო აღნიშნული პირობების შეთანხმება წინასწარ ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ Cashback-ით სარგებლობისას კომპანია დაგროვებულ ბონუსებს გამოიყენებს სურვილისამებრ.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ მსგავსი პრაქტიკა მხოფლიოს წამყვან სატრანსპორტო კომპაიებში უკვე წლებია დაინერგა და წარმატებით მუშაობს. MGL Georgia- ის მიზანია საქართველოს ბაზარზეც დაინერგოს მსგავსი პრაქტიკა და მაქსიმალურად ამაღლდეს კომპანიის მომხმარებლების კმაყოფილება.