MGL Georgia - მომხმარებლებს სთავაზობს საბაჟო რეჟიმში ტვირთების დასაწყობების მომსახურებას.
თუ მიმღებ კომპანიებს გარკვეულ სირთულეებთან მოუწიათ შეჭიდება, როგორიცაა ტვირთის განბაჟებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი შეფერხებები ან ტვირთის დროულად გატანასთან დაკავშირებული უზუსტობები აღნიშნული მომსახურება, სწორედ ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციებისთვისაა ხელსაყრელი.
საუკეთესო დასაწყობების პირობები, მისაღები ფასები და მოქნილი მომსახურეობა მიმღებ კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ ადგილზე შექმნილი პრობლემები უფრო მარტივად მოაგვარონ. კომპანია MGL Georgia საბაჟო რეჟიმში ტვირთების დასაწყობებას მომხმარებლებს გარკვეულ უფასო დღეებსაც სთავაზობს.
კომპანია MGL GEORGIA საქართველოს ბაზარზე უკვე მე-9 წელია მომხმარებლებს სთავაზობს საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო, შიდა საკონტეინერო, საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტირებას. კომპანიას ასევე გააჩნია საწყობები და ოფისები ბულგარეთში (სოფია/ჰასკოვო) და ოფისი ჩინეთში (შენჯენი).
სიახლეების გამოსაწერად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულებზე
https://www.facebook.com/mgl.mglgroup/
https://www.linkedin.com/company/mglgroup/
(R)