მგზავრები შეზღუდვებით დაიღალნენ და მას უკვე არაეფექტურად მიიჩნევენ – IATA

მგზავრები შეზღუდვებით დაიღალნენ და მას უკვე არაეფექტურად მიიჩნევენ – IATA

access_time2021-10-11 20:30:00

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) განაცხადა, რომ მგზავრები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილონი არიან.


სექტემბერში IATA-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 11 ქვეყნიდან 4700 რესპოდენტს აერთიანებდა აჩვენა, რომ მგზავრები დარწმუნებულნი არიან, რომ რისკების მართვა ეფექტიანად შეიძლება და გადაადგილების თავისუფლება მალე აღდგება.


უფრო მეტიც, გამოკითხულთა 67%-ი მიიჩნევს, რომ უმეტესი ქვეყნების საზღვრები ღია უნდა იყოს. ეს მაჩვენებლები კი 12%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ივნისში გაკეთებული გამოკითხვები შედეგები.


გამოკითხულთა 64%-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ საზღვრების დახურვა არც ისე საჭიროა, რადგანაც ამ გზით ვირუსის გავრცელების შეფერხება არაეფექტურად ხორციელდება. ეს 11% -ით მეტია წინა მაჩვენებელზე.



73%-ის აზრით, შეზღუდვების შედეგად მათი ცხოვრების ხარისხი ზარალდება. ეს მაჩვენებელი კი 6%-ით მეტია ივნისის მაჩვენებლებზე.


“თანდათან უფრო მეტი ადამიანი ვერ ხედავს ვირუსთან საბრძოლველად მოგზაურობის შეზღუდვების აუცილებლობას. ფაქტია, რომ მათ გამოტოვეს ძალიან ბევრი ოჯახური მომენტი, პიროვნული განვითარების შესაძლებლობები და სხვა. მოკლედ, მათ ენატრებათ გადაადგილების თავისუფლება და სურთ მისი აღდგენა. უმრავლესობის აზრით, COVID-19 არ გაქრება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა რისკების მართვის, ნორმალური ცხოვრებისა და მოგზაურობისთვის”, განაცხადა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვილი უოლშმა.


დღეისათვის საჰაერო მოგზაურობისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლებად საკარანტინო ზომები რჩება. გამოკითხულთა 84%-ი აღნიშნავს, რომ ისინი იმ მიმართულებით არ გაემგზავრებიან, სადაც კარანტინის დაცვა მოუწევთ. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა მხარს უჭერს კარანტინის გაუქმებას, თუ ადამიანს აქვს COVID-ტესტის ნეგატიური პასუხი (73%) ან არიან ვაქცინირებულნი (71%).


avianews.ge

თეგები:
IATA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up