ინციდენტი „თავისუფლების მოედანზე“ მოხდა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მგზავრის ლიანდაგებიდან ამოსაყვანად საჭირო გახდა ძაბვის გამორთვა, რის გამოც მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
„მგზავრი ჩავარდა. აღნიშნულის გამო, მეტროს პირველი ხაზი სრულად გაჩერებულია. მოძრაობა შეჩერებულია ვარკეთილი-ახმეტელის ხაზზე. საბურთალოს ხაზი ჩვეულებრივ მუშაობას. როგორც ამბობენ, მგზავრი გადარჩა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ცოტა ხანში მგზავრს ამოიყვანენ და მოძრაობა შემდგომ აღდგება“, - აცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენში.
ინფორმაციის განახლება: 23.10.2022. 17.01 სთ:
„მგზავრი ამოვიყვანეთ, ახალგაზრდა ბიჭია. რაც მთავარია, ცოცხალია. გადაყვანილია „ქართულ-ამერიკულ კლინიკაში“. მეტრო გაიხსნა, თუმცა, „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება დროებით შეწყვეტილია საგამოძიებო მოქმედებების გამო“, - აცხადებენ „თბილისის მეტროპილიტენში“.
radiotavisupleba.ge