მიკროსქემების მწარმოებელმა კომპანიამ Micron Technology Inc. პროდუქციის წარმოების პროგნოზი გააუარესა, ამის მიზეზად კი არასახარბიელო საბაზრო პირობები დაასახელა.
კომპანიაში მოელიან, რომ DRAM და NAND ჩიპების წარმოება მიმდინარე კვარტალში 20%-ით ნაკლები იქნება 2022 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.
კომპანიაში თვლიან, რომ 2023 ფინანსურ წელიწადს DRAM ჩიპებზე მოთხოვნა შემცირდება, ხოლო NAND ჩიპებზე მხოლოდ ერთნიშნა ზრდა იქნება.
Micron ასევე გეგმავს კაპიტალური ხარჯების შემცირებას, მათ შორის ქარხნებსა და ახალ დანადგარებზე.