Microsoft-ი ვიდეო სერვისის Netflix-ის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გარიგება 190 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ყველა საკომისიოს და ბონუსების გადახდის გათვალისწინებით.
ირკვევა, რომ გარიგება ოფიციალურად 2023 წელს გამოცხადდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ Microsoft-ს, Netflix-ის შეძენის შემდეგ, სურს შესთავაზოს თამაშის სტრიმინგის სერვისი თავის მოწყობილობებზე.