Microsoft-ისა და Activision-Blizzard-ის $75-მილიარდიანი გარიგება ჩაშლის პირასაა

Microsoft-ისა და Activision-Blizzard-ის $75-მილიარდიანი გარიგება ჩაშლის პირასაა

access_time2022-12-13 23:00:06

ვიდეოთამაშების ინდუსტრიის უმსხვილესი გარიგება, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-სა და Activision-Blizzard-ს უკავშირდება, შესაძლოა, აშშ-ისა და ევროკავშირის მარეგულირებელმა სამსახურებმა ჩაშალონ.

 

ტექნოლოგიური გიგანტებისთვის დამახასიათებელი შესყიდვისა და შერწყმის აგრესიული სტრატეგიის მიმართ მსოფლიო მასშტაბით ანტიმონოპოლიური სამსახურების დამოკიდებულების გამკაცრების ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ ისტორიული $75-მილიარდიანი შეთანხმება საგამოძიებო პროცესით გაჭიანურდეს და საბოლოო ჯამში ჩაშლამდე მივიდეს.

 

მარეგულირებლის წინასწარი შეფასებით, Microsoft-ის შესყიდვის პოლიტიკა ზღუდავს კონკურენციას და ბაზარზე მონოპოლიის განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ზიანს მომხმარებელს აყენებს.

 

საგულისხმოა, რომ გარიგების წარმატებით დასრულებას Microsoft-ისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან Activision-Blizzard-ის შეძენით Microsoft-ის ფლაგმანი გეიმინგ-პლატფორმა XBOX-ი ისეთ საკულტო თამაშებს მიიღებს, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush.


 

ცნობისთვის, პანდემიის დროს ვიდეოთამაშების „ბუმის“ პერიოდში ტექნოლოგიური გიგანტების დაინტერესება გეიმინგ ინდუსტრიის მიმართ მკვეთრად გაიზარდა, თავად Microsoft-მა 2020 წელს $7.5 მილიარდად Doom-ის, The Elder Scrolls Skyrim-ისა და Fallout-ის შემქმნელი სტუდია Bethesda Softworks შეიძინა.

 

გარდა ამისა, იაპონურმა კომპანია Sony-მ, რომელიც XBOX-ის კონკურენტ პლატფორმა PlayStation-ს აწარმოებს, $3.6 მილიარდად HALO-სა და Destiny-ს შემქმნელი გეიმინგ-სტუდია Bungie შეიძინა; უმსხვილესი ჩინური კომპანია Tencent-ი კი Ubisoft-ში ახორციელებს ინვესტიციას – აღნიშნული სტუდია Assassin’s Creed-ს, Far Cry-სა და Rainbow Six Siege-ს ფლობს.

 

შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1.83 ტრილიონ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, მის მენეჯმენტს აქვს იმის ფუფუნება, რომ პოტენციური კონკურენტები ან საინტერესო პარტნიორი კომპანიები პირდაპირ შეისყიდოს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის Microsoft-ის საბაზრო ღირებულებასა და შესაძლებლობებს.



forbes.ge

თეგები:
Microsoft Activision-Blizzard



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up