მიგრაციის ეფექტის გამო რუსეთიდან 1 მლრდ-ით მეტი გზავნილი შემოვიდა -  Galt & Taggart-ის ეკონომისტი

მიგრაციის ეფექტის გამო რუსეთიდან 1 მლრდ-ით მეტი გზავნილი შემოვიდა - Galt & Taggart-ის ეკონომისტი

access_time2022-11-22 11:00:47

წლის ბოლომდე ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა 4 მლრდ დოლარს მიაღწევს, - აცხადებს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე. როგორც ეკონომისტმა BMG TV-ს ეთერში განაცხადა, მიმდინარე წელს ასეთი დონის გზავნილები მოულოდნელი იყო, რაშიც 50%-მდე უკვე რუსეთიდან გზავნილების წილია.


„ფულად გზავნილებზე, ეს მოულოდნელი იყო მიმდინარე წელს ასეთი დონის გზავნილების მიღება. დაახლოებით 1 მლრდ-ით მეტი შემოვიდა 10 თვეში, ვიდრე 2021 წელს და ამაში რუსეთიდან გზავნილების წილი არის 1 მლრდ. ანუ 1 მლრდ-ით მეტი შემოვიდა ქვეყანაში რუსეთიდან ამ მიგრაციის ეფექტის გამო.


ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, რუსეთიდან გზავნილებზე შემცირების ტენდენცია იყო. ბოლოს 20%-საც კი ჩამოსცდა, მაგრამ ახლა უკვე 50%-ს უახლოვდება რუსეთიდან გზავნილების წილი მთლიან გზავნილებში.
3,3 მლრდ დოლარის გზავნილი გვაქვს 10 თვეში და როგორც ადრე ვთქვით, გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლომდე ფულადმა გზავნილებმა 4 მლრდ-ს მიაღწიოს.


რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ევროკავშირის ქვეყნებიდანაც იზრდება ფულადი გზავნილების მოცულობა. თუმცა ეს დინამიკა ნახტომისებური არ არის“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.



შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502.0 მლნ აშშ დოლარი (1398.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 142.9%-ით (295.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.0% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.3% მოდიოდა.


2022 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.4 მლნ აშშ დოლარი (87.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ოქტომბრის (30.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.7%-ით მეტია.


რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის სტატისტიკურ მაჩვენებლებს:







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up