მიგრანტების ეფექტი უძრავი ქონების ფასზე წლის ბოლოდან აისახება

მიგრანტების ეფექტი უძრავი ქონების ფასზე წლის ბოლოდან აისახება

access_time2022-10-26 09:00:00

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნაც და ფასიც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. TBC Capital-ის ახალი კვლევის მიხედვით, სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით მეტი საცხოვრებელი ფართი გაიყიდა, მაშინ როდესაც ფასი წლიურად 20%-იან ზრდას აჩვენებს.


პიკურად გაზრდილია უძრავი ქონების ქირის ფასი, რისი მთავარი მიზეზი მიგრანტების დიდი ტალღაა. კერძოდ, სექტემბერში ფასი წლიურად 73.5%-იან ზრდას აჩვენებს, წინა თვესთან შედარებით კი ფასი მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა. TBC Capital-ში აღნიშნავენ რომ სექტემბრის ფასები სრულად ვერ ასახავს მიგრანტების შემოსვლის მეორე ტალღის ეფექტს და მოსალოდნელია რომ ოქტომბრის მონაცემებით ქირის ფასის ზრდა უფრო მასშტაბური იქნება.


ამასთან, მიგრანტების ეფექტი ჯერჯერობით არ ასახულა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე და მოსალოდნელია რომ ქირის შემდგომ გადაცემის ეფექტი სწორედ ყიდვა-გაყიდვის ნაწილზე იქნება, რაც შესამჩნევი უკვე წლის ბოლოდან გახდება. შედეგად უძრავი ქონების გაძვირებას სამშენებლო მასალების გაძვირებასთან ერთად ხელს შეუწყობს მაღალი მოთხოვნაც, რომელიც პანდემიის შემდგომ ისედაც მუდმივ ზრდას აჩვენებს.


სანაცვლოდ თუკი მოთხოვნა იჯარიდან ყიდვაზე გადაინაცვლებს მოსალოდნელია რომ 2023-2024 წლებში ქირის ფასი დასტაბილურდება.



სექტემბერში ქირის ფასი თბილისის ყველა უბანში გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა - 94% დიდ დიღომში დაფიქსირდა. მას მოსდევს ისანი 88%-იანი ზრდით და გლდანი 86%-იანი ზრდით.


მიგრანტების ეფექტის გამო კვლავ შემცირებულია Airbnb-ზე მოკლევადიანად გასაქირავებელი ბინების რაოდენობა. მიზეზი გრძელვადიან იჯარაზე გაზრდილი მოთხოვნაა. პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით პლატფორმაზე განთავსებული უძრავი ქონების რაოდენობა 24%-ითაა შემცირებული.


gbc.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up