მიიღეთ აზერბაიჯანის მოქალაქეობა ან დატოვეთ ყარაბაღი - ილჰამ ალიევი ყარაბაღელ სომხებს მიმართავს

მიიღეთ აზერბაიჯანის მოქალაქეობა ან დატოვეთ ყარაბაღი - ილჰამ ალიევი ყარაბაღელ სომხებს მიმართავს

access_time2023-01-12 11:30:18

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს მოუწოდა, მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა ან ტერიტორია, თუნდაც, რუსი სამშვიდობო მისიების სატვირთო მანქანებით დატოვონ. ალიევი უარყოფს, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღელი სომეხი მაცხოვრებლებისთვის სომხეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას ბლოკავს. ინფორმაციას BBC, აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, ავრცელებს.



ადამიანების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს ეკოაქტივისტებს უწოდებს, უკვე ერთი თვეა, მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქი ხანკენდიდან (სტეფანაკერტი) სომხეთამდე გზას კეტავს და მოითხოვენ, რომ აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები ყარაბაღის მაღაროებში შეუშვან, რომელსაც ადგილობრივი სომხები აკონტროლებენ.

 


„ვისაც არ უნდა ჩვენი მოქალაქეობა, მათთვის გზა ხსნილია, შეუძლიათ წავიდნენ, თუნდაც [რუსი] სამშვიდობოების სატვირთო მანქანებით, გზა [სომხეთისკენ] ღიაა“, აცხადებს ალიევი ინტერვიუში.



მისი თქმით, ყარაბაღში სეპარატისტული მოძრაობა რომ არ ყოფილიყო, მთიანი ანკლავის სომხები უკეთეს პირობებში იცხოვრებდნენ, ვიდრე ამჟამად არიან.

 



2020 წლის ომის შემდეგ, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების კონტინგენტია განთავსებული.

 


ყარაბაღის სომეხ მოსახლეობასა და აზერბაიჯანულ ჯარებს შორის 2000 რუსი ჯარისკაცი დგას. ალიევმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუს სამშვიდობოებს მანდატი 2025 წელს ეწურება, თუმცა, აზერბაიჯანის თანხმობით მანდატი შეიძლება გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა  ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას არ ბლოკავს.

 


უკვე ერთი თვეა, აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტები ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ. BBC წერს, რომ პირველივე დღეებში გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ეკოაქტივისტების უკან აზერბაიჯანის ხელისუფლება იდგა.

 


ამასთან, აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გზას აქტივისტები კი არ კეტავენ, არამედ რუსი სამშვიდობოები, რომლებიც მათ ყარაბაღში არ უშვებენ.

 


ეკოაქტივისტები მოითხოვენ, რომ აზერბაიჯანელ სპეციალისტებსა და ოფიციალურ პირებს ყარაბაღში მინერალური მადნების, მათ შორის ოქროს მოპოვების მონიტორინგის საშუალება მისცენ.

 

სოციალურ მედიაში ბევრმა შენიშნა, რომ მომიტინგეების ნაწილს ბეწვის ქურთუკი ეცვა (რაც ნამდვილად ეწინააღმდეგება ეკოაქტივიზმს). ამას გარდა, აქტივისტებს შორის იყვნენ სამთავრობო უწყებების თანამშრომლებიც, კარვების აშენებაში კი მათ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ეხმარებოდნენ.

 


თეგები:
ყარაბაღი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up