უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ალექსეი ვადატურსკი რუსეთის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა

უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ალექსეი ვადატურსკი რუსეთის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა

access_time2022-07-31 15:40:42

სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ მიკოლაევში, ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალექსეი ვადატურსკი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ, - ამის შესახებ BBC წერს


74 წლის ვადატურსკი და თავისი მეუღლე რაისა მაშინ დაიღუპნენ, როდესაც რაკეტა მათ სახლს მოხვდა.


ბიზნესმენი ფლობდა კომპანია Nibulon-ს, რომელიც მარცვლეულის ექსპორტითაადაკავებული. ვადატურსკის უკრაინის გმირის წოდება აქვს მინიჭებული. Forbes-ის 2020 წლის შეფასებით, ალექსეი ვადატურსკი $450 მილიონს ფლობდა.


„ბატონმა ვადატურსკიმ ბევრი რამ გააკეთა მიკოლაევის რეგიონისთვის და ზოგადად უკრაინისთვის. მისი წვლილი სოფლის მეურნეობისა და გემთმშენებლობის ინდუსტრიის, რეგიონის განვითარებაში, ფასდაუდებელია“, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენის დაღუპვას მიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი.



იერიშის დროს, არაერთი საცხოვრებელი სახლი, ასევე, სასტუმრო, სპორტული კომპლექსი, ორი სკოლა და ავტოგასამართი სადგური დაზიანდა.


NIBULON-ის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ქალაქ მიკოლაივში, რომელიც არის უკრაინის სამხრეთ ნაწილის რეგიონალური ცენტრი. 

 

რეგიონი ითვლება აგრარულ რეგიონად. ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, მე-19 საუკუნისბოლოს ეს რეგიონი მარცვლეულის წარმოებაში ლიდერებს შორის იყო. გარდა ამისა, მიკოლაივი მნიშვნელოვანი საზღვაო სატრანსპორტო კვანძია.

 

საქმიანობის 30 წლის განმავლობაში, NIBULON-მა შექმნა უნიკალური მარცვლეულის ლოჯისტიკურიინფრასტრუქტურა უკრაინაში, რომელიც შედგება მარცვლეულის და ზეთის თესლის მიღების,შენახვისა და გადაზიდვის ტერმინალებისა და კომპლექსებისგან, მაღალი ტევადობის ფლოტისაგანდა წარმოების ფილიალებისაგან, რომლებიც წარმოდგენილია უკრაინის მასშტაბით.

 

2009 წელს NIBULON-მა დაიწყო თავისი საინვესტიციო პროექტის განხორციელება მდინარეებისდნიპროსა და სამხრეთ ბუჰის აღორძინების მიზნით.  ამჟამად კომპანიის ქსელი შედგება 27 გადატვირთვის ტერმინალისგან და კომპლექსისგან მარცვლეულისა და ზეთის თესლის მიღების,შენახვისა და გადაზიდვისთვის, კერძოდ 445 სილოსი მარცვლეულის შესანახად, რაც უკრაინაშიყველაზე დიდი რაოდენობაა.

 

NIBULON მომსახურებას უშუალოდ ფერმერებს უწევს; 2020/21 მარკეტინგულ წელს კომპანიამ შიდაბაზარზე 4500 სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიწოდების ხელშეკრულება გააფორმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up