„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა

access_time2022-12-14 15:45:58

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა. ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პირველი ემისიაა, რომლის სრულად დაფარვა 2024 წლის 13 დეკემბერს მოხდება.

 

„მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ წარმომადგენლების განცხადებით, ფასიანი ქაღალდების წლიური ფიქსირებული განაკვეთის მოცულობა TIBR3M + 450 bps (3 თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს დამატებული 450 საბაზისო პუნქტი) შეადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ობლიგაციების განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდა, დარიცხული პროცენტი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან.

 

კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის B+ დონით განისაზღვრა.

 

აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალისა“ და “გალტ & თაგარტისთვის” პირველი ერთობლივი წარმატებული განთავსებაა.


 

ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

 

„ლარის ობლიგაციების გამოშვებაზე კომპანიამ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და 2020 წელს Scope Ratings-ის საკრედიტო რეიტინგი, B+ სტაბილურიც მოიპოვა. სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიის გამო, 2020 წელს ობლიგაციების გამოშვება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შეინარჩუნა B+ რეიტინგი და Galt & Taggart-თან ერთად წარმატებით მოახერხა პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკების მიღწევა. 15 მილიონი ლარის არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიით შევძლებთ უზრუნველყოფილი ვალდებულებების ჩანაცვლებას და მოზიდული სახსრების დივერსიფიკაციას. მოხარულები ვართ, რომ მცირე წვლილს ჩვენც შევიტანთ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას,- განაცხადა „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ფინანსურმა დირექტორმა, თათია ჯაჯანაშვილმა.

 

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ობლიგაციების განთავსებაში და მივულოცო კომპანიას რიგით პირველი წარმატებული განთავსება. ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება, რაც ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის ობლიგაციების ემისიებისთვის. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან”,- განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up