მიკრო გრანტიდან სესხის უზრუნველყოფის პროგრამამდე - სკიჯის სახლი

მიკრო გრანტიდან სესხის უზრუნველყოფის პროგრამამდე - სკიჯის სახლი

access_time2022-10-21 13:00:56

მცირე საოჯახო ბიზნესიდან, მაღალი სტანდარტების შესაბამის ბიზნესამდე ამხანაგობა ,,სკიჯის სახლმა" ხანგრძლივი და შრომატევადი გზა გაიარა. სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" საგრანტო პროგრამის ხელშეწყობით, სკიჯის დამფუძნებლებს სტიმული მიეცათ დაეტოვებინათ ქალაქი და საკუთარი საქმიანობის უკეთ განვითარებისთვის, საცხოვრებლად, ჩოხატაურის რაიონ სოფელ ხიდისთავში გადასულიყვნენ.


,,სააგენტოს საგრანტო პროგრამის გარეშე ბიზნეს ვერ და არც დავიწყდებდით. 2015 წელს პირველი გრანტით, 5000 ლარით, ჩირის წარმოებისთვის დავფინანსდით. ამ გამარჯვებამ გამბედაობა მოგვცა დავბრუნებულიყავით იმ ადგილას, სადაც მხოლოდ შვებულებასა და არდადეგებს ვატარებდით. საქმიანობის განვითარების პროცესში ახალი იდეაც გაჩნდა, გაგვეკეთებინა საოჯახო ტიპის სასტუმრო. 2017 წელს, ოჯახის ორი წევრის გაერთიანებით, კიდევ ერთი 10 ათას ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ. ახალი ტურისტული ადგილის გამოჩენა შავიზღვისპირეთში ჩამოსული ტურისტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. გურულ ოჯახში ცხოვრება, საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობა და საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ჩირის წარმოების გაცნობა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა ტურისტებისთვის. განსაკუთრებით ინტერესდებიან ადგილობრივი კერძების მასტერკლასებით, რომელსაც ჩვენ ვუტარებთ" -  აცხადებს „სკიჯის“ დამფუძნებელი დარეჯან ბერძენიშვილი.


2022 წლამდე სასტუმროს მფლობელებმა შეძლეს ბიზნესის სტაბილური განვითარება, თუმცა მათი მცირე აქტივი, რომელიც საცხოვრებელ სახლსა და მის გარშემო ეზოს მოიაზრებდა, საკმარისი არ აღმოჩნდა ბანკთან თანამშრომლობისთვის. ,,სკიჯის სახლმა" საჭირო თანხის მობილიზებისთვის სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" საკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლა, რაც მცირე ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან საკრედიტო გარანტიის გაცემას გულისხმობს.



სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო სქემით მიღებული სესხი კოტეჯების აშენებასა და მოწყობას მოხმარდება, რისი სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. საცხოვრებელ სახლში მცირე გრანტით დაწყებული ორი მცირე ბიზნესი, სახელმწიფო პროგრამების დახმარებით მაღალი სტანდარტის შესაბამის საოჯახო ბიზნესად გადაიქცევა.


,,უკვე გვაქვს ევროსტანდარტის შესაბამისი საოჯახო საამქრო „სკიჯი", მისი ექსტერიერი გურული ტრადიციული ოდაა, რომელიც თავის მხრივ ტურისტულ პროდუქტსაც წარმოადგენს, მისი სადეგუსტაციო სივრცით; უკვე გაშენდა ციტრუსისა და ხეხილის საჩვენებელი მეურნეობა ტურისტებისთვის ხიდან - ჩირამდე. აშენდა ფანჩატური, გაიმართა გურული ქუხნა. დაგეგმილია კომფორტული, ინდივიდუალური კოტეჯებისა და პროფესიული სამზარეულო-სასადილოს აშენება. ამით ჩვენი ორივე ბიზნესი, ჩირის წარმოება და საოჯახო სასტუმრო, ერთიან კონცეფციაში გაერთიანდება. ვაპირებთ გასტროტურიზმის კომპონენტის დამატებას, რომელიც გურულ ტრადიციულ სამზარეულოზე და ექსპერიმენტულ გემოებზე იქნება დამყარებული." - აცხადებს "სკიჯის" დამფუძნებელი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up