საზოგადოებრივი ტრანსპორტის 68.2% ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ავრცელებს.
„საქართველოში სულ რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი.
2022 წელს, მთელი წლის განმავლობაში ინსპექტირებაზე გამოცხადდა 18 650, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 38.8%.
ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2%.
მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს,“- ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.