მიკრობანკები დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩაერთვებიან

მიკრობანკები დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩაერთვებიან

access_time2023-03-09 14:30:23

მიკრობანკები დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩაერთვებიან და იქ შეტანილი თანხებიც იქნება დაზღვეული, — ამის შესახებ „კომერსანტს“ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში განუცხადეს.


ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი მიკრობანკების შემთხვევაშიც იმავე პრინციპით განისაზღვრება, როგორც საბანკო სექტორში. გარდა ამისა, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ახალი ფინანსური ინსტიტუტის სისტემაში ჩართვა მომხმარებლების მხრიდან მათ მიმართ სანდოობას გაზრდის.


საქართველოს ბანკებში არსებული დეპოზიტები 15 000 ლარამდე მოცულობით დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ არის დაზღვეული, ამისთვის ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები სააგენტოს ყოველთვიურად სპეციალურ სადაზღვევო პრემიას უხდიან. ამ შენატანების ზომამ იანვარში 3.337 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 23,442,042,872 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 6,652,828,475 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 16,789,214,397 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 21,538,389,905 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 13,180,794,938 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,357,594,967 ლარის ეკვივალენტი). დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა კი 5,674,317,757 ლარს შეადგენს.



სავალდებულო შენატანი სააგენტოს ფონდში აკუმულირდება და ამ თანხის ძირითადი ნაწილი სახაზინო ობლიგაციებშია განთავსებული, რომელსაც მას წლიურად საშუალოდ 9%-მდე სარგებელი ერიცხება.


2024 წლის პირველი იანვრიდან დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 30 000 ლარამდე გაიზრდება. დეპოზიტების დაზღვევის ზღვართან დაკავშირებით ცვლილება ერთხელ უკვე განხორციელდა, 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, 2022 წლის პირველი იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც გავრცელდა. მანამდე კი მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტები იყო დაზღვეული. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up