მიკრობანკების კანონპროექტი მზად არის - რას შეცვლის მიკროსაფინანსოების ბანკებად ტრანსფორმაცია

მიკრობანკების კანონპროექტი მზად არის - რას შეცვლის მიკროსაფინანსოების ბანკებად ტრანსფორმაცია

access_time2022-06-03 11:00:09

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ახალი საზედამხედველო სუბიექტის - მიკრობანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა 2021 წლის ოქტომბერში დაასრულა და ის დღემდე პარლამენტში განსახილველად წარდგენას ელოდება. როგორც სებ-ში განმარტავენ, საკანონმდებლო პაკეტის მიზანი საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნეს მოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა, სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობა, კონკურენციის ზრდა და საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა.


მიკრობანკების რეგულირების კანონპროექტი მთავრობას პარლამენტისთვის ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიაზე უნდა წარედგინა, შემდეგ გაზაფხულის სესიისთვის გადაიდო, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, როდის მოხდება განხილვა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა იმედოვნებს, რომ პარლამენტი საზაფხულო შესვენებამდე მოახდენს კანონპროექტის მიღებას.


„მიკრობანკების კანონპროექტი ფაქტობრივად მზად არის, დარჩენილია მხოლოდ ფორმალური პროცედურები. მოგეხსენებათ პარლამენტი ზაფხულში საზაფხულო დასვენებაზე გადის, თუ მანამდე მოესწრო მოხარულები ვიქნებით. მიღების შემდეგ ერთადერთი ვადა, რაც შეიძლება დაგვჭირდეს ამ კანონიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე გარკვეული წესები იქნება გასაწერი, 6 თვე ალბათ ამისთვის საკმარისი დროა. ანუ კანონის მიღებიდან 6 თვეში შეგვეძლება სრულად დაინერგოს ეს პროცესი“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.


მიკრობანკების რეფორმის დეტალები


მიკრობანკების საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუამავალი რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.


მიკრობანკების რეფორმა ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე, ფინანსური სერვისის მიწოდებაზე. ამ სფეროში აქტიურები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რეფორმის შემდეგ მათ შეეძლებათ უფრო სრულყოფილი სერვისები მიაწოდონ მათ შორის საგადახდო სერვისები, მიმდინარე ანგარიშები, მიიღონ დეპოზიტები და ასევე სესხების ლიმიტებიც გაეზრდებათ.


კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ ლარია, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვალდებულებებისა, სესხის გაცემის ლიმიტი 1 მლნ ლარამდე იზრდება, რაც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს. დაკრედიტება უცხოურ ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი, რისი უფლებაც აქამდე მისო-ებს თითქმის არ ჰქონდათ. კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკებს დეპოზიტების განთავსების უფლებაც ენიჭებათ. მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ. ამ დროისთვის მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღების სურვილი მოქმედი მიკროსაფინასოდან 3-ს აქვს, რომელთა შორის „კრისტალი“, „ემ ბი სი“ და „ლაზიკაა“.




მიკროსაფინანსოები ბანკებად გარდაქმნის მოლოდინში


მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ბანკებთან შედარებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ შეზღუდული აქვთ. ბანკების მიერ მოზიდული სახსრების საპროცენტო განაკვეთი გაცილებით დაბალია. შესაბამისად, დაბალმარჟიან სეგმენტში, სადაც ბანკები არიან, ვერ შედიან. გამომდინარე იქიდან, რომ მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობა მიეცემათ, ეს გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და შეამცირებს სავალუტო რისკებს.


„ლაზიკა კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო შენგელიამ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ განმარტეს, რომ მიკრო ბანკების სტატუსის მიღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სხვადასხვა მიმართულებით მეტ შესაძლებლობას მისცემს, გარდა ამისა გაზრდის კონკურენციას და ეტაპობრივად საპროცენტო განაკვეთების შემცირებასაც შეუწყობს ხელს, მას შემდეგ რაც მიკრო ბანკები იაფი დაფინანსების მოზიდვას შეძლებენ.


„ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ის, რომ გვექნება საშუალება ჩვენს მსესხებლებს გავუხსნათ ანგარიშები. ანგარიშების გახსნა და მასზე წვდომა მოგვცემს საშუალებას, უფრო კარგად ვაკონტროლოთ მსესხებლების ფინანსური მდგომარეობა, შევქმნათ ახალი პროდუქტები, მაგალითად, საკრედიტო ბარათების სახით, შეზღუდული დოზით დეპოზიტების მიღების შესაძლებლობაც იკვეთება, ასევე კოეფიციენტების მიმართულებით წნეხი რაც არის მიკროსაფინანსოებისთვს, მათ შორის კაპიტალის ადეკვატურობის კუთხით, შეიცვლება. გარდა ამისა, სესხის ზომაც იზრდება. საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეა საუბარია, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის. ამ ეტაპზე უპრეცედენტოდ მაღალია რეფინანსირების განაკვეთი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ლარში გავცემთ სესხებს, საპროცენტო განაკვეთზე მხოლოდ მიკრო ბანკად გარდაქმნა და მსგავსი ცვლილებები ნაკლებად აისახება, თუ რეფინანსირების განაკვეთის მიმართულებით შემსუბუქებაც არ მოხდა“, - ამბობს ბესო შენგელია.


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი ამბობს, სებ-ის ინიცირებული ცვლილებები მიკროსაფინანსოებს ახალი საოპერაციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივას უხსნის. მართალია მარეგულურებელი ჩარჩო იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე ეს აქვთ ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მაგრამ ცოტა უფრო მსუბუქი, ვიდრე აქვთ ბანკებს. მისი თქმით, მიკრობანკის ლიცენზიის მიღება, ეს არის ლარზე წვდომა, დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა და რაც მთავარია, მათი ჩართვა დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სისტემაში.


როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ განმარტა, ეს ცვლილება მათ რეგიონებში მომხმარებლისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემთ, შედეგად კი საოპერაციო გარემოს და პროდუქტებს მეტად კონკურენტუნარიანს და საინტერესოს გახდის.


კონკურენციის არ ეშინიათ მცირე ბანკებში, ხოლო „საბანკო ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ მიკროსაფინანსოები კომერციული ბანკების კონკურენტები დღესაც არიან, იმიტომ რომ ერთ ბაზარზე საქმიანობენ, თუმცა ზოგადად მსგავსი დიფერენცირებული ლიცენზიების გაცემა ახალი და კარგი პრაქტიკაა.


მიკრობანკების საქართველოს ბაზარზე გაჩენაზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო. ის, როგორც შუამავალი ორგანიზაცია მიკროსაფინანსოებსა და ბანკებს შორის კარგად აპრობირებული მოდელია ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up