მიკრობანკის კანონში დაკრედიტების ₾200 000-იანი ზღვარი არ გაჩნდება

მიკრობანკის კანონში დაკრედიტების ₾200 000-იანი ზღვარი არ გაჩნდება

access_time2022-06-10 11:00:00

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნაკლებად ელის მიკრობანკის კანონპროექტში, მას შემდეგ რაც პარლამენტში ინიცირდება ( ამ დროისთვის ცვლილებებს ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს), ₾200 000-იანი ზღვარი გაჩნდეს.


ნიკოლოზ გაგუას თქმით, სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვის საპირწონედ მიკრობანკისთვის საზედამხედველო ნორმები შემსუბუქებულია. აღნიშნა, რომ დეპოზიტების ნაწილს ზედამხედველი საერთოდ არ ეხება, თუმცა როგორც ბაზრის წარმომადგენლები აცხადებენ, ანაბრის მოზიდვაც 15 000 ლარით არის შემოსაზღვრული, რასაც დეპოზიტების დაზღვევის ფონდი მთლიანად აზღვევს. შესაბამისად, სებ-ი რა ნაწილში არბილებს საზედამხედველო ნორმას მათთვის გაუგებარია. გაგუას ინფორმაციით, ზედამხედველი რბილია კაპიტალის ნაწილში.


რეალური ბიზნესის დამკრედიტებელი მისოები (MBC, კრიზტალი, თბილბიზნესკაპიტალი ...), რომლებიც მიკრობანკად გარდაქმნას გასული წლის ნოემბრიდან ელიან (როცა აღნიშნული კანონი უნდა შემოსულიყო) სასიამოვნო სიურპრიზების იმედს მაინც იტოვებენ, როგორც თავად ამბობენ, ბევრი არასასიამოვნოს შემდეგ.


მათ შორის იყო მიკრობანკისთვის სავალუტო დაკრედიტების სრულად შეზღუდვა, თუმცა როგორც ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, >200 000 ლარიანი სავალუტო დაკრედიტების ჩანაწერი პროექტის არცერთ ვერსიაში ყოფილა.



შეგახსენებთ, ბანკებისთვის და სესხის გამცემი სხვა ყველა სუბიექტისთვიოს სავალუტო სესხზე ₾100 000 ზღვარი მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობისას დაწესდა და სამოქალაქო კოდექსში 12/2018-ის მორიგი ცვლილებით ₾200 000 -მდე გაზრდილი განაკვეთით, მაჭავარიანის მინისტრობისას ამოქმედდა. მიკროსაფინანსო სექტორს სამოქალაქო კოდექსის უგულებელყოფა და მიკრობანკისთვის სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვა უსამართლოდ მიაჩნია.


სებ-ი პოტენციურ მიკრობანკებს ჰპირდება, რომ ლიცენზიის აღებას წელსვე შეძლებენ. როგორც იცით, ამ დროისთვის მისოს მხოლოდ საკრედიტო პროდუქტები გააჩნია, ისიც მწირი არჩევანით. არ შეუძლია ანაბრის მოზიდვა, არც კლიენტისთვის ანგაერიშის გახსნას. მისო მომხმარებელთან საბანკო ანგარიშის მეშვეობით ურთიერთობს. მიკრობანკად გარდაქმნის შემთხვევაში კი სასესხო პროდუქტებს დაამატებს და სადეპოზიტოც გაუჩნდება.


business-partner.ge



თეგები:
მიკრობანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up