ქართული მიკროსაფინანსო ბაზარი 4 041 ადამიანს ასაქმებს. მისო-ებიდან ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი „კრისტალია“ — 996 თანამშრომლით, მეორე ადგილზე „რიკო ექსპრესია“ — 501 დასაქმებულით, მესამეზე კი „სვის კაპიტალი“ 352 დასაქმებულით. მიკროსაფინანსო ბაზარზე დასაქმებულთა 37% „კრისტალზე“ და „რიკო ექსპრესზე“ მოდის.
2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ბაზარი 38 მისოთია წარმოდგენილი, 7 კი ლიკვიდაციის რეჟიმშია.
სექტორმა 2021 წელი 98 მლნ ლარის მოგებით დაასრულა და 324 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღო. 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთლიანი აქტივები 1,634,315,288 ლარს, მთლიანი სესხები 1,360,136,812 ლარს, ხოლო მთლიანი ვალდებულებები 1,063,413,909 ლარს შეადგენს.