კომერციულ ბანკებთან ერთად დამებვრის ახალი რეჟიმი შეეხება საკრედიტო კავშირებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სესხის გამცემ სუბიექტებს.
როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, სადაზღვევო სექტორი გამოიყოფა საფინანსო სექტორისგან და მისთვის ერთი წლით გადავადდება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა.
„რაც შეეხება საფინანსო სექტორის დანარჩენ ნაწილს (საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი) მათთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. „კლასიკური მოდელი. ამასთანავე, გაუქმდება 5%-იანი გადასახადი მათ მიერ გაცემულ დივიდენდზე, ხოლო მათი დასაბეგრი მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად 15 პროცენტისა, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, იცვლება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან ცალკეული ხარჯის გამოქვითვის პრინციპი. კერძოდ, საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას განახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.