მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის  განცხადება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის განცხადება

access_time2021-10-05 09:55:06

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის საწესდებო მიზანი ხელს უწყობს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში, საზოგადოების ინფორმირებულობას და გათვითცნობიერებას მიკროფინანსებში და სექტორის მიმართ მომხმარებელთა ლოიალურობის შენარჩუნებას;



უდავოა, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება და შექმნილი უმძიმესი ეპიდ-ვითარება, მსოფლიოში, და მათ შორის, საქართველოში, ინდივიდუალურად და კოლექტიურად სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.



პანდემიასთან ბრძოლაში, ასოციაციის წევრმა ორგანიზაციებმა, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეგულაციების შემოღების პირველივე დღიდანვე უზრუნველყვეს უსაფრთხო შრომითი გარემო და სპეციალისტთა მოთხოვნების საფუძველზე თანამშრომელთა დიდი ნაწილი გადაიყვანეს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა ამასთანავე თანამშრომელთა უმეტესობა, ფინანსური მომსახურების ოფისები (ფილიალები, სერვის ცენტრები) ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელებისათვის მუშაობას განაგრძობდა არადისტანციურ რეჟიმში.



პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან ფინანსური სექტორი შეუფერხებლად ოპერირებს, ყოველდღიურად აწვდის ფინანსურ მომსახურებას საკუთარ მომხმარებელს, მაშინ როდესაც რისკის შემცველი გარემოებების პირობებში კვლავ ნარჩუნდება ვირუსის გადადების მაღალი ალბათობა დასაქმებულებს შორის.




ლოქდაუნების და შეზღუდვების არეალში მიკროსაფინანსო სექტორი არასდროს აღმოჩენილა, იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსურ რესურსებზე წვდომის სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს, კომერციულ ბანკებთან ერთად სწორედ ეს სექტორი ასრულებდა ქვეყანაში. ვაქცინაციის მხარდასაჭერად მიკროსაფინანსო სექტორში არაერთი საინფორმაციო და წამახალისებელი აქტივობა გაკეთდა, სექტემბრის მონაცემებით, სექტორში დასაქმებულთა 40%-მდე უკვე აცრილია ან რეგისტრირებულია აცრაზე, მიუხედავად ამისა ყურადღება არ მოგვიდუნებია და აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთობლივ მუშაობას.



ასოციაციის გამგეობამ  გადაწყვიტა რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ საზოგადოების მიმართ და საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში:



  • იმიტომ რომ როგორც დამსაქმებელი, ვალდებულები ვართ უზრუნველყოთ დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი;
  • იმიტომ რომ ჩვენი საქმიანობის განხორციელების დროს არ გამოვიწვიოთ გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხე;
  • იმიტომ რომ ხელი არ შევუწყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას და მუდმივად ვიზრუნოთ, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს...


მოვუწოდებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, გაიზიარონ საქართველოს ბიზნეს სექტორებში უკვე არსებული პრაქტიკა და გაითვალისწინონ ასოციაციის რეკომენდაცია, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე:  კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურების სამედიცინო ცნობის, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას,  ან რეგულარულ ტესტირებას.



ვფიქრობთ დავიცავთ, როგორც უამრავ ჩვენს თანაგუნდელს, ასევე  ასიათასობით ჩვენს მომხმარებელს და უსაფრთხო მომსახურების სივრცის შექმნას შევუწყობთ ხელს.

 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up