მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ გასულ წელს 113 685 511 ლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მისოების 2022 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში, მათი მთლიანი აქტივები შეადგენდა 1 879 170 672 ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 662 993 639 ლარი იყო.
მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 371 934 594 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 337 544 384 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 6 528 018 ლარი შეადგინა.
2022 წლის მე-4 კვარტლში მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 72 422 940 ლარი იყო.